fbpx

ადამიანის ზეშესაძლებლობები — ყველაზე გასაიდუმლოებული ჭეშმარიტება დედამიწაზე

ავტორი ჟოლო
5.5K ნახვა

როცა სარკეში ვიყურებით, ჩვენ ვხედავთ არა უბრალოდ კარგ ადამიანს, არამედ ვხედავთ უკიდეგანო პოტენციალს, უსაზღვრო შესაძლებლობებს, ჩვენ ვხედავთ გენიოსს. შეიძლება მკითხოთ, მაშინ რატომ არ ვარ მეც ისეთივე ცნობილი და სახელგანთქმული როგორც ეინშტეინი, მახათმა განდი, მოცარტი, მიქელანჯელო  და ა.შ.

საქმე იმაშია, რომ ადამიანის ზეშესაძლებლობები არის ყველაზე გასაიდუმლოებული ჭეშმარიტება დედამიწაზე, რადგან სისტემას, რომელიც მართავს სამყაროს, არ აწყობს, რომ ჩვენ ვიყოთ, ჭკვიანი, ბრძენი, გენიალური, სულით და სხეულით ძლიერი, იმიტომ რომ ასეთი ადამიანებით მანიპულირება შეუძლებელია.

ამიტომ, დედამიწაზე კეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ ადამიანებმა არ იცოდნენ ან უკიდურეს შემთხვევაში ეჭვი შეიტანონ იმაში, რომ ისინი, ღმერთმა თავის ხატად და დარად შექმნა და ფლობენ ისეთ უსაზღვრო შესაძლებლობებს, რომლის სიტყვით აღწერაც შეუძლებელია.

ალბათ დამეთანხმებით, რომ გაცილებით ადვილია მართო ისეთი ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ რომ საცოდავი ქმნილებები არიან, რომლებიც ფიქრობენ რომ არიან ავადმყოფები, სუსტები და უბედურები, ვიდრე მართო ადამიანები, რომლებმაც იციან რომ გენიალურები არიან, რომ ფლობენ უსაზღვრო შესაძლებლობებს და რომლებმაც იციან რომ უფალმა ისინი თავის მსგავსად შექმნა.

ახლა კი მოდით ვნახოთ ის ტექნიკები და მეთოდები, რომლითაც ახერხებს სისტემა ადამიანებში ღვთისგან ბოძებული ზეშესაძლებლობების ჩაკვლას და გიგანტების ჯუჯებად ქცევას.  

ერთერთ ქვეყანაში მოგზაურმა ნახა, თუ როგორ ყავდათ დაბმული ჩვეულებრივი თოკით სპილო.

მოგზაურმა გაოცებულმა ჰკითხა მომთვინიერებელს:

კი მაგრამ, რა აზრი აქვს სპილოს ასე დაბმას. მან რომ გაიწიოს, ეს თოკი ხომ ვერ შეაჩერებს?

მომთვინიერებელმა უასუხა:

დიახ, ვერ შეაჩერებს, მაგრამ სპილომ არ იცის ეს და ამიტომ არ გაიწევა.

ეს როგორ ? – გაოცდა ტურისტი.

როგორ და, როცა პატარა იყო და პირველად დავაბით, გაგიჟდა, მთელი ძალებით ცდილობდა თავის დაღწევას, მაგრამ ვერ ახერხებდა. ასე გადიოდა დღეები უშედეგო მცდელობებში. ბოლოს და ბოლოს ის მიხვდა, რომ შეუძლებელი იყო თოკისგან თავის დაღწევა და შეეგუა  რეალობას

ახლა, სპილო გაიზარდა, მაგრამ კვლავაც ჰგონია, რომ თოკის გაწყვეტა შეუძლებელია და ამიტომ როცა მივაბამთ, დგას მორჩილად, სანამ ისევ არ ავხსნით. – აუხსნა მომთვინიერებელმა.

წარმოგიდგენიათ, ამ უზარმაზარ ცხოველს, რომელსაც თავისუფლად შეუძლია ძირფესვიანად ხეების მოგლეჯა, ეგონა, რომ ჩვეულებრივი თოკი იჭერდა და არც კი ცდილობდა ნაბიჯის გადადგმას. ის შებოჭილი იყო იმ ცრუ რწმუნებულებით, რომ თოკის გაწყვეტა შეუძლებელია.

ანუ, მას სინამდვილეში თოკი კი არ  იჭერდა, არამედ შინაგანი ბორკილებიგადამეტებული წარმოდგენა თოკის შესაძლებლობებზე და არასათანადოდ შეფასება საკუთარი ძალებისა.

ზუსტად იგივე გვჭირს ადამიანებსაც. თითოეულ ჩვენთაგანში დევს უზარმაზარი პოტენციალი, ძალა, ენერგია, ტალანტი იმისთვის, რომ ვიყოთ წარმატებული, მდიდარი, ბედნიერი ადამიანები, მაგრამ არ გვაქვს რეალური წარმოდგენა ჩვენს შესაძლებლობებზე. რადგან შეზღუდული ვართ საკუთარი ცრუ წარმოდგენებით, ცრუ რწმუნებულებებით.

ათასწლეულების განმავლობაში ჩვენ გვინერგავდნენ, რომ წარმატება და ბედნიერება ერთეულების, რჩეულთა ხვედრია, ხოლო მასა კი ტანჯვისთვის არის გაჩენილი…

და ვინაიდან მსგავსი ხელოვნურად შექმნილი შინაგანი ბორკილები გადაეცემა მემკვიდრეობით, ჩვენც ათასწლეულებია საკუთარი შინაგანი საპატიმროს ტუსაღები ვართ.

გერმანელმა მეცნიერებმა ახლალხან აღმოაჩინეს, რომ ირმები, რომლებიც ცხოვრობდნენ დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის ყოფილი საზღვრების მიმდებარე ტყეებში, არ გადადიოდნენ იმ ხაზზე, რომელზეც ათწლეულების განმავლობაში საზღავრი მონიშნული იყო მავთულხლართებით, რომლებშიც გადიოდა მაღალი ძაბვა.

უკვე დიდი ხანია არ არის ეს მავთულხლართები, მაგრამ გენეტიკური მეხსიერება გადავიდა თაობიდან თაობაზე და მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე ათწლეული გავიდა, ომისდროინდელი ირმების ჩამომავლები მაინც არ გადადიან იმ საზღვარს, რომელიც უკვე არ არსებობს.

აი ასე გადაეცემა შინაგანი ბორკილები გენეტიკურად თაობიდან თაობაზე. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ რას ჩავაგონებთ ბავშვობიდანვე ადამიანს.

სამწუხაროდ, გაუცნობირებელი მშობლები და მსწავლებლები ბავშვებს უამრავი შემზღუდველი რწმუნებულებებით კვებავენ. ჩვენ ბავშვობიდანვე გვესმოდა: „ეს შეუძლებელია. იყავი რეალისტი“.

სხვათაშორის, ნაპოლეონი ამბობდა:

„სიტყვა „შეუძლებელია“ მხოლოდ სულელების ლექსიკონშია“

წარმოიდგინეთ გარეგნულად ძალიან დიდი, უზარმაზარი ბარიერი, კედელი თქვენს სავალ გზაზე. თქვენ მიდიხართ თქვენი მიზნისკენ და ამ დროს აწყდებით ასეთ კედელს. დამეთანხმებით, რომ თქვენ დაიწყებთ მაშინვე უამრავი სხვადასხვა ვარიანტის მოფიქრებას, თუ როგორ დაძლიოთ ეს ბარიერი. ის შეიძლება ააფეთქო, მასზე უფრო დიდი კიბე ააშენო, ხვრელი გაუკეთო ან მის ქვეშ გვირაბი გათხარო, შემოუარო გვერდიდან ან საერთოდ უკან წამოხვიდე, დედამიწას შემოუარო გარს და ისე აღმოჩნდე მეორე მხარეს.

ანუ, როცა საქმე გვაქვს გარეგან წინაღობასთან, ჩვენთვის ის შესამჩნევია, გასაგებია, შეგვიძლია შევაფასოთ და მოვიფიქროთ უამარავი საშუალება მისი დაძლევისა.

მაგრამ ყველაზე საშინელი ბარიერი, რომელიც გვიღობავს გზას ჩვენი ზეშესაძლებლობებისაკენ, იმყოფება ჩვენს თავში, ჩვენ ცნობიერებაში და ჩვენ ხშირ შემთხვევაში არ ვიცით როგორ მოვიშოროთ ისინი, უფრო სწორედ ვერც კი ვამჩნევთ მათ.

მაშ რა ვქნათ, როგორ ამოვხსნათ ეს რთული ამოცანა?

ამაში დაგვეხმარება მხოლოდ ცოდნა. ჭეშმარიტი ცოდნა — აი, ჯადოსნური გასაღები ჩვენი ზეშესაძლებლობების, ჩვენი ღვთიური ნიჭისა და უნარების.

შეიძლება დაგებადოთ კითხვა: „შეუძლია კი ხანშიშესულ ადამიანს თავი დააღწიოს ამ შინაგან სატუსაღოს, მოიშოროს ეს შინაგანი ბორკილები?“

პასუხი ერთმნიშვნელოვანია: „რა თქმა უნდა შეიძლება, იმიტომ რომ ტვინი ეს ერთადერთი ორგანოა ადამიანისა რომელიც ვითარდება მთელი ცხოვრება“

მოვიყვან რამოდენიმე მაგალითს: ყველაზე ცნობილმა ამერიკელმა მხატვარმა, ბებია მოზესმა, პირველად ფუნჯი ხელში აიღი 75 წლის ასაკში. მანამდე ის იყო გაუნათლებელი გლეხის ქალი, რომელსაც არათუ სამხატვრო, დაწყებითი განათლებაც არ ჰქონდა მიღებული.

პითაგორამ თავისი ცნობილი სკოლა გახსნა 70 წლის ასაკში და მანამდე მონად ყოფნაც კი მოასწრო.

ინგებორგა მოოტცმა, დაქვრივებულმა ღარიბმა, პესნიონერმა ქალმა 75 წლის ასაკში აიღო პირველად ხელში სახლში შემთხვევით ნაპოვნი, მისი გარდაცვლილი ქმრის მიერ დიდი ხნის წინათ შეძენილი რამოდენიმე აქცია, საიდანაც დაიწყო მისი დაინტერესება საფონდო ბირჟით და 6 წელიწადში მოხუცი ქალი იქცა მილიონერად და 82 წლის ასაკში ის მოგზაურობდა მთელი ქვეყნის მაშტაბით, ატარებდა სემინარებს, წერდა წიგნებს და ეხმარებოდა ათეულ ათასობით პენსიონერს.

ასე, რომ ჩემო ძვირფასებო, არასდროს არ არის გვიან ახალი ცხოვრების დაწყება, არასდროს არ არის გვიან შეუდგეთ თქვენი ზეშესაძლებლობების გამოვლენა განვითარებას და არა აქვს მნიშვნელობა ვინ ხართ ახლა და რას საქმიანობთ. მუშა ხართ, დარაჯი თუ ჭურჭლის მრეცხავი. ეს არ არის სირცხვილი.

სირცხვილია გაიგო რომ ზეშესაძლებლობებს ფლობ და არ ეცადო გახსნა ისინი,

სირცხვილია მთელი ცხოვრება მიწაზე ხოხვაში გაატარო როცა ზურგზე დაბადებიდანვე ფრთები გაქვს.

სირცხვილია არ ეცადო მისწვდე ვარსკვალევბს, არ ეცადო ისწავლო ფრენა, როცა ღმერთმა ამ ყველფრის ნიჭი და უნარი დაბადებიდანვე დაგანათლა.

სირცხვილია ღვთისგან ბოძებული უნიკალური სიცოცხლე მიუძღვნა მხოლოდ სხეულზე ზრუნვას, იმაზე ფიქრს თუ რა ჭამო, რა ჩაიცვა და დაივიწყო ღვთიური სული, გენიალურობა და ტალატები — აი ეს არის სირცხვილიც და ტრაგედიაც.

„ღმერთმა ადამიანი შექმნა თავის ხატად და მსგავსად“ -თითქმის ყველას სმენია ეს ბიბლიური სიტყვები, მაგრამ მგონი არავის სჯერა რაოდენი ჭეშმარიტებაა ამ სიტყვებში.

თავად განსაჯეთ, ადამიანს აქვს 100 მლრდი თავის ტვინის უჯრედი და თითოეული ამ 100 მლრდ უჯრედიდან იძლევა მინიმუმ 10 ათას კონტაქტს სხვა უჯრედებთან.

გამოდის რომ ტვინი ეს არის ისეთი ქსელი რომელიც შეიცავს მინიმუმ მილიონჯერ მილიარდ ნერვულ კავშირს. და ამ გიგანტურ ქსელში თითოეულ უჯრედს შეუძლია წამის მეასედებში მოძებნოს და დაამყაროს კონტაქტი სხვა უჯრედთან.

რომ ავიღოთ ყველაზე სრულყოფილი თანამედროვე კომპიუტერული პროცესორი, მასში ასეთი ვარიანტები არის მაქსიმუმ 1 მლრდი. აქ კი გვაქვს მილიონჯერ მილიარდი კონტაქტი. ამასთან, კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, ჩვეულებრივ გამომთვლელ ტრანზისტორებში მათ აქვთ ორი მდგომარეობა 0 და 1. ეს არის ბინარული სისტემა და ამის ბაზაზეა აწყობილი მთელი გამოთვლითი ტექნიკა ამ სამყაროში. ხოლო ადამიანის ტვინს აქვს 15–20 მდგომარეობა.

ეს ყველაფერი გვიჩვენებს იმ კონტაქტების რაოდენობას რომელშიც შეუძლია ტვინს იყოს. წარმოიდგინეთ მილიონჯერ მილიარდი კონტაქტი და თითოეულ მათგანს აქვს 15–20 ვარიანტი. და მთელი ამ ვარიანტების საერთო ჯამი აღემატება ატომების რაოდენობას სამყაროში.

ანუ ეს არის ყველაზე სრულყოფილი მექანიზმი სამყაროში და ამ მექანიზმით არის აღჭურვილი თითოეული ადამიანი.

და თუ ეს ასეა, მაშინ რა ხდება? თუ ადამიანის ტვინს აქვს ამხელა შესაძლებლობები, რატომ ვერ ვიყენებთ მას?

საქმე იმაშია, დღევანდელ მატერიალისტურ სამყაროში ყველაფერი მიმართულია იმისკენ რომ ჩაკლან ადამიანებში ეს ზეშესაძლებლობები. თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა მოწოდებულია აღზარდოს პროფესიონალი, მაგრამ სისტემის მორჩილი, სისტემაზე დამოკიდებული ადამიანი და ამიტომ ყველანაირად ცდილობს ჩაგვინერგოს ბავშვობიდანავე არასრულფასოვნების კომპლექსი.

ჩვენ ვცხოვრობთ დამახინჯებული სარკეების სამყაროში. ნამდვილი, სწორი, მართალი სარკეები დიდი ხანია დაამსხვრიეს, ხოლო ოსტატები, რომელთაც ასეთი სარკეების დამზადება შეეძლოთ, გაანადგურეს. ამიტომ როცა დღეს, ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი  ადამიანი იხედება სარკეში, იქ ღვთიური დიადი ქმნილების ნაცვალდ ხედავს, პატარა, უსუსურ ჯუჯა არსებას.

არის კიდევ ერთი მეთოდი, რომლითაც მალავენ სიმართლეს ადამიანის ზეშესაძლებლობებზე. მეთოდი ძალიან უბრალოა:

ადამიანს უნერგავენ რწმენას, რომ მისი სხეული არის სუსტი და ავადმყოფი და რომ სწორედ ეს სხეული არის თავად ადამიანი. ხვდებით რა მზაკვრობაა ამაში ჩადებული?

ჩვენი სხეული, სამყაროს მაშტაბებით ძალიან პატარა, ნამცეცა და არასაიმედოა. ადამიანის ფიზიკურ სხეულს არ შეუძლია მისწვდეს ვარსკვალებს და მაშასადამე არც ადამიანს არ შეუძლია ამის გაკეთება.

მაგრამ ცხოვრების სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არ ვართ ჩვენი სხეული, ხოლო ჩვენს სულს, ჩვენს ცნობიერებას, ჩვენი სიყვარულს არა აქვს საზღვრები, ისევე როგორც არა აქვს საზღვრებია ჩვენს სიდიადეს, ჩვენს გენიალურობას და კეთილშობილებას.

მაგრამ ამაზე დუმს მატრიცა, დუმს მონური საგანმანათლებლო სისტემა. როცა ხდება საკუთარ თავზე ადამიანის წარმოდგენის ფორმირება, აქცენტი კეთდება სისუსტეებზე, შეზღუდულობაზე, პრიმიტიულობაზე და მოკვდავობაზე და არა სიდიადეზე, კეთილშობილებაზე, ღვთიურობაზე და უსაზღვრო შესაძლებლობებზე.

ერთი ლომის პატარა ბოკვერი დაიკარგა და ცხვრების ფარაში აღმოჩნდა. ის ცხვრებთან ერთად გაიზარდა და მათსავით კიკინებდა, გარბოდა და იმალებოდა საშიშროების დროს.

ერთხელ ერთმა მოხუცმა ლომმა ნახა თუ როგორ გარბოდა ახალგზარდა ლომი კუდამოძუებილი ცხვრებთან ერთად. ბრძენი ლომი მიხვდა რაშიც იყო საქმე, დაედევნა, დაეწია ახლაგზარდა ლომს და შეეცადა აეხსნა მისთვის, რომ ის ცხვარი კი არა ყოვლისშემძლე ცხოველთა მეფეა, მაგრამ არაფერი არ გამოუვიდა. ახალგაზრდა ლომი შიშისგან კიდევ უფრო მეტად მოიკუნტა და ცახცახმა აიტანა.

მაშინ მოხუცმა ლომმა მიიყვანა ის ტბასთან და უბრძანა ჩაეხედა სუფთა კამკამა წყალში. და როცა ახალგაზრდა ლომმა შეხედა საკუთარ თავს, სწორედ მაშინ დაიბადა ახალი მეფე, სწორედ მაშინ შეძრა არემარე ახლაგზარდა ცხოველთა მეფის მრისხანე ღრიალმა.

ამ სტატიების მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ გავაღვიძოთ ადამიანებში ცნობისმოყვარეობა საკუთარი თავის მიმართ, რომ შევანჯღრიოთ ისინი, მივიყვანოთ უზარმაზარ სამყაროსეულ სარკესთან და ვუთხრათ:

„შეხედე და გაიგე სიმართლე საკუთარ თავზე. ნახე შენში რამხელა სიდიადეა, რაოდენ კეთილშობილება, სიყვარული, გენიალურობა. შეხედე, შენ ხომ მეფე ხარ, შენ ხომ დედოფალი ხარ!»

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

წყარო: http://mebonia.com/

ვლდაიმირ დოვგანის წიგნები და სტატიები

მსგავსი სტატიები