იელის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა კითხვის მოყვარულებისთვის სასიამოვნო აღმოჩენა გააკეთეს. ადამიანები, რომლებიც წიგნებს ხშირად კითხულობენ სხვებზე უფრო დიდხანს ცოცხლობენ. ეს დასკვნა 3,6 ათას ადამიანზე დაკვირვების შედეგად დაიდო. ამ ჯგუფში შედიოდა ყველა კატეგორიის ადამიანი, დაწყებული მათგან, ვისთვისაც საყვარელი პროცედურაა წიგნის კითხვა, დამთავრებული იმ ადამიანებით, რომლებიც წიგნებს მხოლოდ სახლის დალაგების დროს აწყდებიან.
დაკვირვების შედეგი სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად რაღაც დროს უთმობდნენ კითხვას მინიმუმ 2 წლით მეტხანს ცოცხლობდნენ, ვიდრე დანარჩენები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნული მხოლოდ წიგნებზე ვრცელდებოდა და არა ჟურნალ-გაზეთების კითხვაზე.
„ყოველდღიურად დაახლოებით ნახევარი საათი კითხვა და თქვენი შანსები, რომ ხანგრძლივად იცხოვრებთ გაიზრდება“, – აღნიშნავს აღმოჩენის ერთ-ერთი ავტორი პროფესორი ბეკა ლევი.
