fbpx

ყველაზე თავბრუდამხვევი მოგზაურობა თქვენს ცხოვრებაში

ავტორი ჟოლო
192 ნახვა

იმ ადამიანებისთვისაც კი, რომლებიც ბედნიერად ცხოვრობენ, დგება პერიოდი, როცა დღეები ერთფეროვანი და მოსაწყენი ხდება. კარგია როცა იცი, რომ ხვალ კარგი დღე გექნება, მაგრამ ნამეტანმა პროგნოზირებადობამაც შეიძლება შთაგონება დაგაკარგვინოს.

სწორედ ასეთ დროს ადამიანები ვეძებთ საშუალებას, თუნდაც ცოტა ხნით, გავექცეთ მოსაწყენ ყოველდღიურობას და ამ მიზნით ვცდილობთ შიგადაშიგ შემოვიტანოთ მძაფრი შეგრძნებები ჩვენს ცხოვრებაში.

და რა გზით ვახერხებთ ამას?

ვუყურებთ ფილმებს, ვმოგზაურობთ, სპორტით ვართ დაკავებული თუ კაზინოში ვთამაშობთ?

ან იქნებ მივდივართ გასართობ პარკში, სადაც აღგზნება და მძაფრი ფანტაზიები ერთმანეთშია გადაჯაჭვული.

მოდი ცოტა ხნით გავემგზავროთ ამ ბავშვური მხიარულებისა და თავგადასავლების
სამყაროში. ამ დავალებისთვის დაგვჭირდება ფანქარი და ფურცელი.

  1. თქვენ შედიხართ პარკში, მიდიხართ ამერიკული მთების ატრაქციონთან, სადაც გვხდებათ მომლოდინე ადამიანების რიგი.

რამდენ ხანს მოგიწევთ რიგში დგომა?

  1. როგორც იქნა მოვიდა თქვენი რიგი, ჩაჯექით ვაგონში და გაიჭერით წინ. თქვენ ხან მაღლა აიჭრებით ცისკენ, ხან დაბლა დაეშვებით დიდი სიჩქარით.

რა გრძნობებს იწვევს თქვენში ეს თავბრუდამხვევი სიჩქარე?

  1. ყველაზე საინტერესო მომენტში, თქვენი მატარებელი შეიჭრა აუზში და თქვენ მოულოდნელად გაეხვიეთ წყლის შხეფების შადრევანში.

რას წამოიყვირებთ ასეთ დროს?

  1. შემდეგ თქვენ გადაწყვიტავთ კარუსელზე გართობას. ცხენი, რომელზეც ზიხართ, რაღაც მიზეზით მოულოდნელად გაფუჭდება და შეწყვიტავს მოძრაობას.

რას ეუბნებით ცხენს?

  1. თქვენი მოგზაურობა ამერიკულ ატრაქციონზე იყო თავბრუდამხვევი, მაგრამ თვლით რომ შეგეძლოთ უფრო მეტის მიღება მისგან, ის რომ უფრო სრულყოფილი ყოფილიყო.

თქვენ თვითონ რომ აპირებდეთ დაპროექტებას ამ ატრაქციონისა, რას ემსგავსებოდა ის?
დახატეთ სურათი დაწვრილებით.

გასაღები ტესტისთვის: ყველაზე თავბრუდამხვევი მოგზაურობა თქვენს ცხოვრებაში

სანამ კითხვას გააგრძელებთ, დარწმუნდით, რომ ტესტის ყველა პირობა შეასრულეთ

თქვენ კარგად გაატარეთ დრო პარკში? ფსიქოლოგიურ ენაზე რიტმული მოძრაობები ზევით–
ქვევით ნიშნავს სექსუალურ აღგზნებას. აქედან გამომდიარე თქვენი პასუხები
ზემოთჩამოთვლილ 5 კითხვაზე, სინამდვილეში ახდენენ სექსისადმი თქვენი
დამოკიდებულების დემონსტრირებას.

  1. დრო, რომელიც გაატარეთ რიგში, ხსნის იმას, თუ რა დროს ხარჯავთ (ან გსურთ, რომ დახარჯოს თქვენმა პარტნიორმა) სასიყვარულო პრელუდიისთვის უშუალოდ სექსუალური აქტის წინ.

დიდხანს იდექით რიგში, თუ მაშინვე ჩახტით ვაგონში და გაექანეთ?

  1. თქვენი შეგრძნებები თავბრუდამხვევი სიჩქარისგან ხსნის იმას, თუ რას გრძნობთ სასიყვარულო აქტის დროს.

თქვენ გაიფიქრეთ, რომ „ეს იყო საუკეთესო მოგზაურობა ჩემს ცხოვრებაში!“ თუ თქვენი
რეაქცია უფრო შემდეგი სახის იყო: „გააჩერეთ ახლავე, გული მერევა!“ 🙂

  1. თქვენი სიტყვები მაშინ, როცა შეიჭერით აუზში და წარმოქმენით შხეფების შადრევანი, ახდენენ იმის დემონსტრირებას, თუ რისი თქმა შეგიძლიათ ორგაზმის დროს.

იმედი ვიქონიოთ, რომ ისეთი არაფერი გითქვამთ, რაზეც ახლა ნანობთ 🙂

  1. ცხენი ფსიქოლოგიურ ენაზე გამოხატავს მამაკაცურ საწყისს. თქვენი სიტყვები, რომლითაც გატეხილ ცხენს მიმართეთ, გამოხატავენ იმას, თუ რისი თქმა შეგეძლოთ საკუთარი თავისთვის (ან პარტნიორისთვის) სიტუაციაში, როცა მამაკაცი რაღაც მიზეზით არ აღმოჩნდება სათანადო სიმაღლეზე.

„ყველაფერი რიგზეა, ნუ იდარდებ ამაზე. ეს ხომ მხოლოდ კარუსელზე კატაობაა“. თქვენ
ნამდვილად კეთილშიბილი ნატურა ხართ.

„ეს წარმოუდგენელია. დამიბრუნეთ ჩემი ფული ახლავე!“ – ეს თქვენი სიტყვებია და არა ჩემი
🙂

„მიდი ბრიყვო პირუტყვო, წამოდექი ახლავე!“ – ოოოო… 🙂

  1. თქვენი ნახაზი სრულყოფილი ამერიკული მთების ატრაქციონისა, გამოხატავს სრულყოფილი სექსუალური ცხოვრების თქვენეულ ხედვას.

აღმართები და დაღმართები ამერიკული მთებისა – ეს არის ზუსტი მეტაფორა, რომელიც
აღწერს აღგზნებას და დამშვიდებას, რომლებიც ერთმანეთს მოსდევს სექსის დროს.

ეს იყო ხანგრძლივი ნელი აღმასვლა, რომელსაც მოჰყვა საშინელი ვარდნა? თუ აკრობატული
კვანძებისა და 360 გრადუსიანი შემობრუნებების სერია?

ან იქნებ ისეთი მარშრუტი დახატეთ, სადაც ყოველთვის მოგიწევთ მოძრაობა ფეხებით
მაღლა და უკანალით წინ? ნუ გეშინიათ, ჩვენ არავის გავუმხელთ თქვენს საიდუმლოს 🙂

კოკოლოგია- იაპონური ფსიქოლოგიური ტესტ თამაშები

თარგმნა: ხვიჩა მებონიამ

მსგავსი სტატიები

Leave a Comment