fbpx

ბედნიერებას მიზეზები არ სჭირდება, მაგრამ თუ თქვენ ეს მიზეზები მაინც გჭირდებათ…

ავტორი ჟოლო
1K ნახვა

თუ ბედნიერება უდიდეს ძალისხმევის, წინაღობების გადალახვის, პრობლემების მოგვარების, სტრესული სიტუაციების გაძლების შემდეგ მოდის, ის ბედნიერება არ არის.

ბედნიერებას – არ სჭირდება ბრძოლა, შრომა, ტკივილი და ტანჯვა.
ნამდვილი ბედნიერები მოდის სწრაფად, სპონტანურად და ბრძოლის გარეშე.

ეს ჰგავს სიყვარულს, უფრო სწორად შეყვარებას.

როდესაც ნამდვილად, გულწრფელად შეგიყვარდათ, ამისთვის იბრძოლეთ, კლდეებზე აძვერით, ოფლი და სისხლი დაღვარეთ? არა ხომ?! უცბად „აღმოაჩინეთ“ რომ გიყვართ. ასევეა ბედნიერებაც.
როდესაც გააცნობიერებთ, რომ ბედნიერებისთვის არ არის საჭირო რაიმე მიზეზი და თუნდაც ბრძოლა და მისი მოპოვება, მომენტალურად თავს ბედნიერად იგრძნობთ.

***

ბედნიერებას მიზეზები არ სჭირდება, მაგრამ თუ თქვენ ეს მიზეზები მაინც გჭირდებათ, მაშინ თქვენს ცხოვრებაში უხვად იპოვით მათ – ადამიანებიდან დაწყებული ნივთებით დამთავრებული.
ერთი წამით გაჩუმდით და თქვენი ოჯახის წევრების სუნთქვას მოუსმინეთ. კარგია ხომ? კეთილი.
ნუ მეტყვით, რომ ოჯახის წევრებიდან შორს ხართ. აიღეთ ტელეფონი და დაათვალიერეთ მათი ფოტოები. კარგია ხომ?
ბედნიერი ხართ ხომ? ძალიან კარგი.
მიხარია, რომ გესმით. 

***

წარმატება, წარმატებაო და ამასაც ვიტყვი:
როდესაც ძალიან სწრაფად გარბიხართ წარმატებისკენ ან ცდილობთ მაინც სწრაფად გაქცევას, ამ დროს ვერ ამჩნევთ აყვავებულ ჭერამს, ვერ გრძნობთ ცხელი ყავის გემოს და ვერ ხედავთ საყვარელი ადამიანის თვალებს.
ნუ გაჩერდებით, უბრალოდ იარეთ და თან დატკბით ამ ყველაფრით, რადგან თუ თქვენ ზეგ აპირებთ დიდი წარმატების მიღწევას და „მერე დაინახავთ და იგრძნობთ ყველაფერს“, შესაძლებელია ხვალ ყველაფერი დასრულდეს და აღარ დადგეს „ზეგ“.
ასე რომ, ნუ ამოიგდებთ გულს სირბილისგან, ყოველ შემთხვევაში იმ დროს მაინც, როცა აყვავებული ჭერმის გვერდით ხართ, ყავას სვამთ ან საყვარელ ადამიანს თვალებში უყურებთ!

ავტორი: რამაზ გიგაური

მსგავსი სტატიები

Leave a Comment