ადამიანების უმრავლესობა ვერ ახერხებს 10% დანაზოგის გაკეთებას, იმის გამო, რომ ისინი ფიქრობენ, აი გადავიხდი და ვიყიდი ყველაფერს რაც საჭიროა და დარჩენილს გადავდებო…
დარჩენით კი თანხა არასდროს რჩებათ… რაშია გამოსავალი?
1) პირველ რიგში უნდა გადადოთ შემოსავლის 10% და შემდეგ 90%-ით შეძლოთ ცხოვრება;
2) მეორე გზა არის ის, რომ უბრალოდ მივეჩვიოთ დანაზოგის გაკეთებას და თუ 10% არა 1% დავიწყოთ, მთავარია მუდმივად ვაკეთებდეთ და არ გავაჩეროთ პროცესი, ჩვევის გამომუშავების შემდეგ კი ჩვენ თავად მოგვინდება მეტი დანაზოგის გაკეთება;
3) მესამე და ჩემთვის ყველაზე საყვარელი გზა არის, დანაზოგის პროცესის ავტომატიზება. მიაბით ყველა თქვენს ბარათს ანაბარი, ისე რომ ყოველ გადახდილ თანხაზე 1 ლარი ან ნაკლები გადადიოდეს დანაზოგში.
თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, წლების მერე მადლიერები დამრჩებით ❤🌺💕🎁🥰👍👍👍👍👍
წარმატებული და ბედნიერი დღე თქვენ!