fbpx

ამაღლდით საკუთარ ტკივილებზე, ტანჯვაზე, სიამოვნებაზე და წადით წინ …

ავტორი ჟოლო
120 ნახვა

***

მარტოობა გვეხმარება საკუთარი თავის პოვნაში, მაგრამ როცა ვპოულობთ ვერ ვცნობთ მას. ამიტომაც არ გვიყვარს მარტოობა. არ გვიყვარს, რადგან ამ დროს ვიღაც უცნაური ტიპი “გვეჩითება”, რომელიც გვიმტკიცებს, რომ ის არის ნამდვილი და არა ჩვენ. ეს გვაგიჟებს, ამიტომაც გვეშინია მარტოობის და სულ ვიღაცას ან რაღაცას ვეძებთ.

***

ყველა პრობლემა სამყაროს მხრიდან თავისებური საჩუქარია – პრობლემების გარეშე ვერ გავიზრდებოდით.

***

როგორც ჩემი ერთი მასწავლებელი იტყოდა, ადამიანს მხოლოდ მაშინ ეშველება როდესაც გააცნობიერებს საკუთარ თავში ღმერთს და მუდამ ემახსოვრება ეს.

***

გარეგან ცვლილებებს მხოლოდ გარეგანი შედეგები მოაქვს.
შინაგანი (დიდი, ძირეული) შედეგები – შინაგან ცვლილებებს ითხოვენ და სწორედ ეს არის სირთულე.
შიგნიდან ხდება ყველაფერი, ამიტომ თუ დაწყებაა, აქედან დაიწყეთ

***

ყველაფერი თქვენს გონებაში არსებობს. ეს სამყაროა. კოსმოსია. მიკროკოსმოსი. ამიტომ ამ ყველაფრიდან, ამ კოსმოსიდან ყურადღება სიყვარულზე, სიკეთეზე, მადლიერებაზე, სიუხვეზე და ღიმილზე შეაჩერეთ.
გახსოვდეთ, რასაც დიდხანს აკვირდებით – ის თქვენს ცხოვრებაში დიდ ადგილს იკავებს.

***

როცა ძალიან გცხელათ და ძალიან გწყურიათ, თქვენ ხვდებით, რომ უბრალო წყალს არაფერი სჯობს.
და ასე შემდეგ და ასე ამგვარად. 

***

ცვლილებებს გულის გამომწველი სურვილი და არაადამიანური ძალისხმევა სჭირდება.
სწორედ ამიტომ ხდება ცვლილებები იშვიათად.

***

ადამიანს მხოლოდ ორ რამეს იღებს – ტკივილს (ტანჯვას) და სიამოვნებას. პირველს – გაურბის, მეორეს – ეძებს.
ადამიანი ან იყენებს საკუთარ ტკივილს, სიამოვნებას (ეს პროგრესია) ან პირიქით, ტკივილი და სიამოვნება იყენებს თვითონ ამ ადამიანს (შესაბამისად, ეს რეგრესია).
ამაღლდით საკუთარ ტკივილებზე, ტანჯვაზე, სიამოვნებაზე და წადით წინ. ისედაც დიდ ხანს დაყოვნდით.
წადით წინ და არ გაჩერდეთ!
სად წახვიდეთ? ჰო, მართლა, რა არის თქვენი მიზანი, რისკენაც უნდა წახვიდეთ?
მიზანი!..

რამაზ გიგაური

მსგავსი სტატიები

Leave a Comment