fbpx

როგორ გახდა ყოფილი ნარკომანი და მეძავი მილიონერი

ავტორი Ann
1.7K ნახვა

ეს არის ისტორია ადამიანზე, რომელსაც წარმატებისთვის არ მიუღწევია პროფესიის დამსახურებით, ის არც დიასახლისი ყოფილა და არც ოჯახის წევრი ედგა გვერდით.

დანი ჯონსონი დაიბადა ნარკომანის ოჯახში და ყველანაირი კოშმარი ბავშვობაშივე გადაიტანა. ჯერ კიდევ ძალიან პატარა ასაკში სახლიდან წავიდა და გადაწყვიტა თავად ერჩინა თავი. თავდაპირველად მას შემხვედრი ადამიანები კვებავდნენ და მიტოვებულ მანქანაში ეძინა.

მოგვიანებით დანიმ გადაწყვიტა ოფიციანტად დაეწყო მუშაობა. წარსულმა გოგონაზე გავლენა მაინც მოახდინა და ის კოკაინს მიეძალა. იმისათვის კი, რომ წამლის ფული ჰქონოდა პროსტიტუციას მიჰყო ხელი. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს  გადაწყვიტა ცხოვრების წესი შეეცვალა. მოინდომა ეცხოვრა ისე, როგორც თავად სურდა, გადაწყვიტა დაექირავებინა ბინა, მაგრამ მიხვდა, რომ იმ თანხას რაც სასურველი ბინისთვის სჭირდებოდა ოფიციანტობით ვერ გამოიმუშავებდა. მოულოდნელად ის წააწყდა კურსს, სადაც ადამიანებს გახდომას სთავაზობდნენ და ჩათვალა, რომ ეს ნიშანი იყო. ის დაუკავშირდა მწარმოებელს და შესთავაზა პროდუქტის რეალიზაციაში დახმარება. რადგან მას თანხა და ლიცენზია არ ჰქონდა სხვა გამოსავალი იპოვნა.

„საკუთარი ხელით შევქმენი ფლაერი, მაგრამ საჭირო იყო ტელეფონის ნომერი, რომელზეც უნდა დამკავშირებოდნენ, რომელიც რასაკვირველია არ მქონდა. ავიღე სატელეფონო ცნობარი და დავრეკე სატელეფონო ჯიხურში. იქ დიდხანს ველაპარაკე ერთ ახალგაზრდას და საბოლოოდ დავიყოლიე, რომ 15 დოლარად ხმოვან ფოსტას მივიღებდი“, – ამობს ჯონსონი.

დანის ფლაერი გამოფინეს სატელეფონო ჯიხურში, თუმცა მას დიდად გამართლების იმედი არ ჰქონია. მოხდა სასწაული – სამ საათში მას 25 ადამიანი დაუკავშირდა და პირველივე თვეში 4000 დოლარი იშოვა. დანი დაუკავშირდა კომპანიას და შეკვეთები მისცა, თუმცა რადგან საკუთარი სახლი არ გააჩნდა უბანში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიას მოელაპარაკა და პროდუქციას იქ იღებდა.

ერთ წელიწადში ჯონსონმა მეოთხედი მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც იმ დროისთვის შთამბეჭდავი თანხა იყო, ორ წელიწადში კი ის ნამდვილი მილიონერი გახდა. ამ დროისთვის ის მხოლოდ 27 წლის იყო.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment