fbpx

 გრძნობა, რომელიც იდენტობას გართმევთ სიყვარული არ არის!  

ავტორი Ann
75 ნახვა

 

ალბათ ყველას შეხვედრია ადამიანი, რომელიც მზადაა ბევრი რამ (ზოგჯერ, ყველაფერი) დათმოს სიყვარულის გამო, ასევე ისეთებიც, რომლებიც თავად მოითხოვენ მეორე ნახევრისგან კარიერის, მეგობრების, პირადი შეხედულებების, სურვილების და ა.შ. დათმობას.

 

მნიშვნელობა არ აქვს, რას ამტკიცებენ ასეთი ადამიანები, არც ერთი ჭკვიანი ადამიანი სიყვარულის გამო იდენტობას არ კარგავს! სხვა ადამიანების შეხედულებების გათვალისწინება ყოველთვის საჭიროა იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ, მაგრამ თუ ხვდებით, რომ ეს ადამიანი თქვენზე გავლენას ახდენს, აუცილებლად გაეცალეთ, რადგან ამას მონობამდე მიჰყავხართ და არა სიყვარულამდე.

 

ჯანსაღი ურთიერთობის საიდუმლო ორი დამოუკიდებელი ადამიანია, რომლებიც თავიანთი შეხედულებებით ავსებენ ერთმანეთს და ასე ქმნიან ერთ მთლიანობას. თუ თქვენ საკუთარ იდენტობას სხვა ადამიანის გამო დათმობთ, საკუთარი აზრი აღარ გექნებათ, ინდივიდი კი ინდივიდუალური აზროვნების გარეშე სრულიად წარმოუდგენელია!

მსგავსი სტატიები

Leave a Comment