ამერიკელ ჯინა მაჯორიმ თავის ქალიშვილისათვის ის ცხოვრებისეული გამოცდილებები და რჩევები შეადგინა, რომლებიც მისი აზრით, ყველამ უნდა გაითვალისწინოს. წაიკითხეთ და დაწერეთ, ეთანხმებით თუ არა ჯინას აზრს.
1. პირველ რიგში, საკუთარი თავი შეიყვარე.
2. საშუალო სკოლა ჯერ კიდევ არაა რეალური ცხოვრება. იყავი მისთვის მზად.
3. ამ ცხოვრებაში უამრავ უღირს თანატოლ გოგონას შეხვდები. იცოდე შენი თავის ფასი და ნუ დაუმეგობრდები მათ.
4. თუ ცხოვრებაში ნამდვილ მეგობარს შეხვდები, არ გაუშვა ის შენი ცხოვრებიდან. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად შორს ცხოვრობთ ერთმანეთისგან.
5. ნივთები არ გაგაბედნიერებს.
6. ნურავის განსჯი, მაგრამ გახსოვდეს, რომ ვიღაც აუცილებლად განგსჯის. იყავი ამისთვის მზად.
7. დაუმეგობრდი ბებიებს.
8. რაც უნდა რთული პრობლემის წინაშე იდგე, იგი არ შეიძლება სამყაროს დასასრულს ნიშნავდეს.
9. დაისახე მიზანი, რომლისთვისაც იბრძოლებ.
10. ნურავის შეედრები. ისინი ვერასდროს გახდებიან ისეთები, როგორიც შენ ხარ.
11. რაც უნდა თადავიწყებით შეგიყვარდეს ადამიანი, ნუ დაკარგავ საკუთარ თავს.
12. ილაპარაკე მხოლოდ სიმართლე.
13. ისწავლე “არას” თქმა და ნუ შეგეშინდება მისი თქმის.
14. შენ თავად უნდა დაწერო შენი ცხოვრების ისტორია. ეცადე, რომ მის ფურცლებზე ბედნიერი მომენტები ასახო.
15. ნურასდროს გაეკიდები მამაკაცს. მან თავად უნდა მოგძებნოს.
16. ისწავლე კომპლიმენტების სწორად გაგება. გჯეროდეს მათი.
17. ყოველთვის იყავი სამართლიანი.
18. იყავი ბედნიერი საკუთარი როლით ამ ცხოვრებაში და ნუ შეგეშინდება მარტოობის.
19. გაუზიარე გარშემო მყოფებს ის, რაც თავად გაბედნიერებს.
20. მხოლოდ აუცილებელ და ღირსეულ თემებზე ღირს კამათი.
21. იკითხე ყველაფერი, რაც ხელში მოგხვდება. ცოდნა დიდი ძალაა.
22. თუ მეგობარ ბიჭს შინ ეწვიე და მის სახლში არც ერთი წიგნი არ დაგხვდა, დაემშვიდობე მას.
23. შენ არავის საკუთრება არ ხარ.
24. მუდამ შეგეძლოს საკუთარი თავის დაცვა.
25. ნუ შეგეშინდება წარუმატებლობის. ხშირად ის უკეთესი გაკვეთილია, ვიდრე წარმატება.
26. ნურასდროს მისწერ ადამიანს იმას, რისი წაკითხვის სურვილიც გაზეთის პირველ გვერდზე არ გექნება. მერე რა, რომ შენს მესიჯს მილიონობით ადამიანი არ კითხულობს.
27. უსასყიდლოდ დაეხმარე გარშემო მყოფებს. ზოგჯერ კეთილი საქმეები ყველაზე დიდი ბედნიერების მომტანია.
28. ნუ გამოაჩენ შენი ხასიათის ცუდ თვისებებს მეგობრებთან.
29. ენდე ინტუიციას.
30. მუდამ იყავი ზრდილობიანი.
31. შენს საქციელს სიტყვებზე მეტის თქმა შეუძლია.
32. ნუ დამალავ გრძნობებს. შეგეძლოს მათი გამოხატვა.
33. ისწავლე სილამაზის დანახვა ყველგან და ყველაფერში.
34. გამოიყენე მზისგან დამცავი საშუალებები.
35. ნუ დაკარგავ იმ ადამიანებს, ვისაც უყვარხარ.
36. ისე იცხოვრე, რომ ქუჩაში მუდამ თავაწეულს შეგეძლოს გასვლა.
37. იტირე, როცა ეს საჭიროა და გაამხნევე, როგორც შეგიძლია.
38. სიცილი სულის წამალია.
39. ხმამაღალი მუსიკაა? კიდევ უფრო აუწიე და იცეკვე.
40. სიტყვებს შეუძლია ხიდების აგება და დაწვა. აირჩიე ისინი გააზრებულად.
41. სახლი ის ადგილია, სადაც უყვართ და არა ის, სადაც ღამეს ათევენ.
42. ბოდიშის მოხდა სისუსტეს არ ნიშნავს. მოიხადე ბოდიში პირველმა, როცა ეს საჭიროა.
43. იმუშავე, იმუშავე და იმუშავე. საკუთარი თავის უზრუნველყოფა თავად უნდა შეგეძლოს. არასდროს იყო სხვის იმედზე.
44. შეიძლება ზოგჯერ ბრაზდები ჩემზე, მაგრამ გახსოვდეს, რომ ყოველთვის კარგი მინდა შენთვის.
45. ნებისმიერ დროს მოგისმენ, დაგამშვიდებ, დაგეხმარები.
46. მუდამ მეყვარები, რაც უნდა მოხდეს შენს ან ჩემს სიცოცხლეში.
47. შენ უფრო მეტი შეგიძლია, ვიდრე გგონია.
48. შენ ჭკვიანი და ნიჭიერი ხარ. ნუ დაუჯერებ ადამიანებს, თუ საწინააღმდეგოს გიმტკიცებენ.
49. ნურასდროს იდარდებ გუშინდელ დღეზე; ნუ ინერვიულებ იმაზე, თუ რას მოგიტანს ხვალინდელი დღე. იცხოვრე დღევანდელი დღით. თუ დღეს ბედნიერი ხარ, ხვალაც ასე იქნება.
50. ერთადერთი და განუმეორებელი, საუკეთესო ხარ ჩემთვის, შენი შეყვარებულისთვის, მეგობრებისთვის, მთელი მსოფლიოსთვის. იყავი საუკეთესო ყველგან და ყველაფერში.
წყარო: წერილი ბრმებზე – თვალხილულთა ჭკუის სასწავლებლად.