fbpx

„უკეთესი იქნება თუ მშობლები უფრო მეტად იზრუნებენ შექმნან მეგობრული ატმოსფერო“…

ავტორი ჟოლო
80 ნახვა

რედაქციაში მოსული წერილი ამჯერად შვილებს შორის კონფლიქტსა და დაძაბულ ურთიერთობას ეხება. მშობლის შფოთვის  მიზეზი და-ძმას შორის განუწყვეტელი ჩხუბი და კინკლაობაა.

შეკითხვა: თუ შეგიძლიათ მირჩიოთ  როგორ მოვარიგო და-ძმა ერთმანეთში? ბიჭი 15 წლის არის, გოგო 11-ის😔 ყველაფერზე კამათობენ…

პ ა ს უ ხ ი 

ნინო ჯოხაძე, განათლების ფსიქოლოგი: კრიტიკული ასაკია ორივე ბავშვისთვის. ბიჭის შემთხვევაში ავტორიტეტებთან დაპირისპირება ხდება და თავის სამეგობრო წრესთან ინტეგრირება. გოგოს შემთხვევაში 11-12 წლიდან გარდატეხის ასაკი იწყება და ფიზიოლოგიურ ცვლილებებს განსაკუთრებით ჰორმონალურს მოსდევს ჩვეულებრივზე მეტი აგრესია. უფრო შეწუხებულია ამ დროს მოზარდი და ორივეს შეიძლება ეგონოს, რომ ყველა მათ წინააღმდეგაა. ძალიან რთული პერიოდია …

გარდა იმისა რომ გარდატეხის ასაკში იმპულსურობა მატულობს, საკუთარი თავის მართვა უჭირთ მოზარდებს, ამიტომაც ოჯახის წევრებთან ხშირია დაძაბული ურთიერთობა.

გარდატეხის ასაკში მყოფ ბავშვებს ხშირად ახასიათებთ გაუცხოება და კონფლიქტი, შესაძლოა კონფლიქტი ბავშვობიდან იღებდეს სათავეს, როდესაც მეორე ბავშვის დაბადებისას დაიწყო ეგოისტური დამოკიდებულება. რასაც შემდგომში მოჰყვა ეჭვიანობაც…

ცოტა საკვლევი საქმეა, აქ მარტო ასაკზეა ინფორმაცია, –  საინტერესოა, უფრო მეტად რა საკითხებზე ჩხუბობენ. როგორი ბავშვობა ჰქონდათ, როგორია მშობლების ურთიერთობა, მათი რეაქცია ჩხუბზე. მხარს ვის უჭერენ და რა ზომებს მიმართავენ?

ასე ზოგადად მარტო ის შემიძლია ვთქვა, რომ:

უკეთესი იქნება თუ მშობლები უფრო მეტად იზრუნებენ შექმნან მეგობრული ატმოსფერო,

ასევე კარგია თუ არცერთი შვილის მხარეს არ დაიჭერენ.

სცადონ და უფრო მეტად ელაპარაკონ ბავშვებს.

შვილებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით სასურველია დაიგეგმოს სადმე ერთად გასვლა და ისეთი აქტივობები, რომელშიც ყველა იქნება ჩართული.

ოჯახის ერთიანობა კონფლიქტის მოსაგვარებლად ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ოჯახის ფასეულობების განსაზღვრა.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment