fbpx

„ჭეშმარიტი აღზრდა ის არის, როცა ბავშვი ვერც გრძნობს, რომ მას ზრდიან“

ავტორი ჟოლო
467 ნახვა

👧“ბავშვი საკუთარ თავს ვერ აღზრდის, რადგან არ შეუძლია, არ იცის როგორ გააკეთოს ეს. ბუნებამ არ ჩადო მასში ეს შესაძლებლობა. ბავშვი მხოლოდ მაშინ შეძლებს თვითაღზრდას, როცა ჩვენი დახმარებით საკუთარი ბუნების სრულყოფის ძლიერ იმპულსს შეიგრძნობს”

👪ჭეშმარიტი აღზრდა ის არის, როცა ბავშვი ვერც გრძნობს, რომ მას ზრდიან. ამ შემთხვევაში მას ეუფლება ილუზია, რომ თვითონ არის საკუთარი თავის აღმზრდელი. ასე ხდება იმ ოჯახში, სადაც ბავშვებსა და მშობლებს შორის სულიერი ურთიერთობაა დამყარებული. ”

****

⁉️ “ვინ გვითხრა, რომ თითქოს დასჯა აღზრდის საუკეთესო მეთოდიაო, რომელიც ცხოვრებამ და საუკუნეებმა გამოსცადეს?
💔გვითხრა იმან, ვისაც არ სჯერა კეთილი საწყისებისა ბავშვში, არამედ სჯერა, რომ მასში იმთავითვე ბოროტი საწყისია. ვინც შეეზარდა ავტორიტარიზმს, გაიხადა იგი თავის პედაგოგიურ ხასიათად.

როგორიღაა ასეთი დასჯის შედეგი? 
👨‍👩‍👧‍👦აღმზრდელობით ეფექტს ჩვენ აქ ვერანაირს ვერ მოვძებნით. ეს არქაული მეთოდი მხოლოდ იმას აკეთებს, რომ განაწყობს ბავშვს ჩვენ წინააღმდეგ. იგი იწყებს თავდაცვის ხერხების ძიებას, ასეთები კი მისთვის შეიძლება გახდეს: სიცრუე და გაიძვერობა, უხეშობა, უტიფრობა, განკერძოება, კარჩაკეტილობა, გულჩათხრობილობა, და არა მხოლოდ ეს.

👧ბავშვს მხოლოდ ისეთი მოთხოვნები და აკრძალვები შეიძლება წავუყენოთ, რომლებიც ახლოსაა მისი ნებისყოფის ძალისხმევასთან და თუნდაც ნაწილობრივ ეხება მის ცხოვრებისეულ ინტერესებს. ”

****

👨‍👩‍👧‍👦 “კაცობრიობა, ჩვენი ჩათვლით, განუწყვეტლივ იმეორებს ერთსა და იგივე შეცდომას: ვთვლით, რომ ბავშვი უგუნური არსებაა და გვინდა ძალით მოვაჭკვიანოთ. ვცდილობთ დავუმორჩილოთ ჩვენს ერთადერთ “სწორ” ზნეობრიობასა და ნებას; ვღებულობთ მას, როგორც ცარიელ ჭურჭელს, რომელსაც ჯიუტად არ სურს რაიმე სიკეთით შეივსოს.

👧 ამიტომ ვცდილობთ ძალით შევავსოთ, რადგან ეს მისსავე საკეთილდღეო საქმედ მიგვაჩნია.

💔 შეცდომა ის არის, რომ არ გვინდა გავიგოთ: ბავშვის არსი ვერ ითმენს იძულებას და როცა ვაიძულებთ, ირღვევა კავშირი, ურთიერთგაგება.”

შალვა ამონაშვილი, აღზრდის სიმფონია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment