fbpx

რა გავლენას ახდენს დედის მზრუნველობა ჩვილის შემდგომ ცხოვრებაზე

ავტორი ჟოლო
82 ნახვა

როგორც ირკვევა, არსებობს კონკრეტული ქმედითიშხამსაწინააღმდეგო საშუალებაადრეული სტრესის მავნე შედეგებთან საბრძოლველად და ის ფარმაცევტული კომპანიების ან ყრმა ბავშვების აღმზრდელების ხელში კი არა, არამედ მშობლების ხელშია.

მშობლებს და სხვა აღმზრდელებს, რომელთაც შეუძლიათ ახლო, აღმზრდელობითი ურთიერთობის დამყარება თავიანთ შვილებთან, შეუძლიათ მათში სიცოცხლისუნარიანობა გააღვივონ, რომელიც მოზარდებს ადრეული ბავშვობის სასტიკი გარემოს ყველაზე უარესი ზემოქმედებისგან დაიცავს.

შეიძლება ეს განცხადება ზედმეტად გულმხურვალე გეჩვენოთ, მაგრამ ის ცივ განსჯას და მტკიცე მეცნიერულ კვლევას ეყრდნობა. კარგი მშობლის კეთილი ზეგავლენა მხოლოდ ემოციური ან ფსიქოლოგიური როდია, როგორც ნევროლოგები ამბობენ, ის ბიოქიმიურიცაა.

მკვლევარი, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა იმისათვის, რომ მშობელსა და სტრესს შორის ურთიერთობა უფრო ღრმად შეგვეცნო, გახლავთ მაკგილის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი სახელად მაიკლ მინი. ამ სფეროს მრავალი წარმომადგენლის მსგავსად, თავისი კვლევის დიდ ნაწილს ვირთაგვებზე ახორციელებს, ვინაიდან ვირთაგვებს ადამიანთა მსგავსი ტვინის აგებულება აქვთ.

მინის ლაბორატორიებში ნახავთ ასობით ვირთავგვას, რომლებიც ორგანული შუშის გალიებში ცხოვრობენ და ჩვეულებრივ, ყოველ გალიაში ერთი ვირთაგვა ბინადრობს, რომელსაც დედა ვირთაგვას უწოდებენ, ხოლო მის მცირერიცხოვან ნაშიერებს – წრუწუნებს. მეცნიერები, რომლებიც ვირთაგვის ლაბორატორიაში მუშაობენ, რეგურალურად ამოიყვანენ ხოლმე წრუწუნებს ხელით, გასასინჯად და ასაწონად…

ერთხელაც, დაახლოებით ათი წლის წინათ, მინის ლაბორატიის მკვლევარებმა უცნაური რამ შენიშნეს: როცა ჩატარებული პროცედურის შემდეგ წრუწუნები უკან, გალიაში მიაბრუნეს, დედა-ვირთაგვები მივარდნენ თავიათ ნაშიერებს და რამდენიმე წუთის განმავლობაში ლოკავდნენ და ასუფთავებდნენ მათ. სხვა ვირთაგვებმა კი ყურადღება არ მიაქციეს შვილებს. როცა ამის შემდეგ მკვლევარებმა წრუწუნები გასინჯეს, აღმოაჩინეს, რომ ამ თითქოსდა უმნიშვნელო ქცევას მკაფიო ფიზიოლოგიური შედეგი გამოეღო. როცა ლაბორატორიის ასისტენტმა წრუწუნა ხელში აიყვანა, მკვლევარებმა ნახეს, რომ ამან ის შეაშფოთა, და სტრესის ჰორმონების მთელი ნიაღვარი წარმოშვა წრუწუნებში. ხოლო დედის ლოკვა და მზრუნველობა წინ აღუდგა შფოთვას, უკუაგდო ის და ჰორმონების ნიაღვარიც ნორმაში ჩადგა.

მინი და მისი თანამშრომლები დაინტერესდნენ და მოინდომეს მეტი გაეგოთ იმის თაობაზე, თუ როგორ მოქმედებს დედის მზრუნველობა ჩვილ წრუწუნებზე. ამიტომ მათ ვირთაგვებზე დაკვირვება განაგრძეს და მრავალი დღე და ღამე გაატარეს “პლექსიგლასზე” ლოყებმიბჯენილებმა. მრავალი კვირის საფუძვლიანი დაკვირვების შემდეგ მათ დედა ვირთაგვები ორ კატეგორიად დაყვეს: ვირთაგვებად, რომლებიც უფრო ხშირად ლოკავდნენ და ასუფთავებდნენ თავიანთ ნაშიერებს, და შესაბამისად, მათ მზუნველობის მაღალი კოეფიციენტი მიანიჭეს, ხოლო ვირთაგვებს, რომლებიც ნაკლებად ლოკავდნენ და აურვებდნენ წრუწუნებს, დაბალი მზრუნველობის კოეფიციენტი მიენიჭათ.

მეცნიერებს სურდათ გაეგოთ, როგორი შედეგი ექნებოდა მშობლების განსხვავებულ ქცევას წრუწუნებზე. და როცა წრუწუნები ოცი დღისანი გახდნენ, ისინი დედის უბეებს მოგლიჯეს, ცალკე გაიყვანეს და სანამ არ გაიზარდნენ, ერთსა და იმავე სქესის და-ძმასთან დააბინავეს. როცა წრუწუნები წამოიზარდნენ, და ასიოდე დღისანი გახდნენ, მინის ჯგუფმა მათ რამდენიმე ტესტი ჩაუტარა, რომლითაც ორი ჯგუფის წრუწუნები შეადარეს ერთმანეთს – ისინი, ვისი დედებიც უფრო მეტად და ხშირად ლოკავდნენ ახალშობილ წრუწუნებს და ისინი, ვისზეც ნაკლებად ზრუნავდნენ “წრუწუნობაში”.

შესაფასებლად ძირითადად გამოიყენეს ე.წ ღია ველის ტესტი – სტანდარტული პროცედურა ცხოველთა ქცევის კვლევისა; ვირთაგვას ათავსებნენ დიდ მრგვალ, თავღია ყუთში ხუთი წუთით, და ნებას რთავენ თავის ნებაზე დააკვირდეს და შეისწავლოს ახალი გარემო. შეშფოთებული ვირთაგვები ჩვეულებრივ კედელთან ახლოს დგებიან და პერიმენტრის შიგნით ტრიალებენ ადგილზე; უფრო თამამი ვირთაგვები კი კედელზე გადაძრომას ბედავენ და მთელ არემარეს აკვირდებიან. მეორე ტესტში, რომელიც გულადობის შესამოწმებლად იყო მოფიქრებული, მშიერი ვირთაგვები ახალ გალიაში მოათავსეს ათი წუთით და საჭმელი შესთავაზეს. შეშფოთებული ვირთაგვები, დადებულ სადილზე მიწვეული დამფრთხალი სტუმრების მსგავსად, მეტ ხანს ანდომებდნენ გამბედაობის მოკრებას საჭმლის გასინჯვის წინ, და ისინი ნაკლებს ჭამდნენ, ვიდრე მშვიდი და უფრო თავდაჯერებული ვირთაგვები.

ორივე ტესტის შემთხვევაში, განსხვავება ამ ორ ჯგუფს შორის გამაოგნებელი აღმოჩნდა. ვირთაგვები, რომლელთა მიმართაც ჩვილობაში ნაკლებ მზრუნველობას იჩენდნენ, ამაზე გამოყოფილი ხუთი წუთიდან საშუალოდ ხუთ წამზე ნაკლებს ანდომებდნენ ღია ველის შიდა ნაწილის შესწავლას; ხოლო ვირთაგვები, რომლებსაც ჩვილობაში დიდ ყურადღებას უთმობდნენ დაკვირვებას საშუალოდ 35 წამის მანძილზე ეწეოდნენ – ანუ შვიდჯერ უფრო დიდი ხანი.

ხოლო ათწუთიანი კვების ტესტის შემთხვევაში, მზუნველობის მაღალი კოეფიციენტით შეფასებულმა წრუწუნებმა საშუალოდ, სულ რაღაც ოთხიოდე წუთის დაკვირვების შემდეგ დაიწყეს ჭამა და მთლიანობაში ორ წუთზე მეტ ხანს ჭამეს. ხოლო დაბალი კოეფიციენტის მქონეებმა, საშუალოდ, ცხრა წუთზე მეტი ხანი მოანდომეს ჭამის დაწყებას და როცა დაიწყეს, მხოლოდ რამდენიმე წამის განმავლობაში ჭამდნენ.

მკვლევარებმა ერთ ტესტს მეორე მიაყოლეს და ვირთაგვების ნაშიერები, რომელთაც მზრუნველობის მაღალი კოეფიციენტი ჰქონდათ, ყოველ ჯერზე უკეთეს შედეგს აჩვენებნენ. უკეთ იკვლევდნენ გზას ლაბირინთებში, უკეთ შედიოდნენ კონტაქტში, მეტ ცნობისმოყვარეობას ავლენდნენ. ნაკლებად აგრესიულები იყვნენ. მეტი თვით-კონტროლით გამოირჩეოდნენ. იყვნენ მეტად ჯანმრთელები. უფრო დიდხანს ცხოვრობდნენ.

წიგნიდან “როგორ აღწევენ ბავშვები წარმატებას” – პოლ ტაფი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment