👨👩👧ჩვენ – შვილები და მშობლები – ბუნებამ რამოდენიმე კვანძით შეგვკრა.
👦ბავშვი თანდათანობით წამოგვეზრდება. ბუნება იძალებს მასში თავისი დიდობისა და თავისუფლების მოთხოვნით, ამიტომ ჩვენზე მიჯაჭვულობა და დამოკიდებულება მისთვის ტვირთად იქცევა. ის შეეცდება გამოხსნას ერთი კვანძი მაინც. დადგება დრო, და ახლა მეორე კვანძს გამოხსნის ან გაგლეჯს. ბოლოს კი საჭირო გახდება ყველა კვანძის გახსნა. დამოკიდებულების კანონი დასუსტდება, ბავშვი დამოუკიდებლობასა და თავისუფლებად დაიმკვიდრებს.
🌅ბუნება მოგვთხოვს, რომ ჩვენ, ბავშვების მშობლებმა და აღმზრდელებმა, გამოვიჩინოთ სიბრძნე.
ჩვენი სიბრძნე ის იქნება, ვიგრძნობთ რა ბავშვის სწრაფვას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ, თვითონვე დავიწყოთ კვანძების თანდათანობით გახსნას.
👩⚕️რას მოგვცემს შედეგად ჩვენი ბრძნული აღზრდა?
მოგვცემს იმას, რაც ჭეშმარიტი აღზრდის აზრს შეადგენს: თანდათანობით ჩაისახება და განმტკიცდება ბავშვთან ჩვენი სულიერი ერთობა. შვილი ჩვენს მეგობრად გაიზრდება, ჩვენ ის გაგვიგებს.”
✒️ შალვა ამონაშვილი, „აღზრდის სიმფონია“
ამონაშვილის აკადემია მშობლებისათვის