fbpx

მაშინ, როცა თქვენ, თქვენი შვილების გვერდით ხართ, სამყაროც მათ მხარეზე დგება

ავტორი ჟოლო
69 ნახვა

…მე-7-ე, მე-8-ე კლასში ვიქნებოდი, როცა ერთ-ერთმა მასწავლებელმა სიტყვიერი შელაპარაკების გამო, პირობა მომცა რომ ორიანს დამიწერდა და საშემოდგომოს გამომაყოლებდა მთელი თავისი თანმდევი უსიამოვნო რიტუალებით…
კორიდორში სადაც შემხვდებოდა მიმეორებდა :
„მუზაშვილი, ამ ორიანს არ გამოგასწორებინებ”  

მან ეს პირობა შეასრულა….
ეს იყო ჩემი პირველი შეხება სიტუაციასთან, როცა რაიმე “ცუდს” არა მარტო გპირდებიან, არამედ გისრულებენ კიდეც და თავს ზევით ძალა არ არის…

ზაფხულის დაწყების წინ, როცა ყველას არდადეგები უხარია, მე კუდამოძებული ვბრუნდებოდი სახლში და მეგონა რომ ვირზე უკუღმა შესასმელი ვიყავი….

უმძიმესი განცდებით, ნამუსის ქეჯნით და სირცხვილის გრძნობით გადავაგორე ზაფხული… ჩუმად ვმეცადინებობდი და ვნატრობდი ოჯახის წევრებს არაფერი გაეგოთ.

დადგა საშემოდგომოს გადაბარების დღეც…
წავედი…
შევდივარ ოთახში სადაც დირექტორი, სასწავლო ნაწილი და ეს ჩემი პატივცემული მასწავლებელი ზის და ვხედავ, რომ დედაჩემიც იქ არის …

(დედა მაშინ სკოლებს ამოწმებდა, და აღმოჩნდა, რომ საგანგებოდ და ნიშნის მოგებით დაპატიჟეს რათა ეჩვენებინათ, რომ შვილი თავად ვერ გაზარდა და ვის რა უნდა ასწავლოს?)

მეგონა სამყარო თავზე დამემხო….
დავჯექი, თავი დავხარე და ველოდები ცა როდის ჩამოიქცევა ჩემს თავზე 🙂

დედაჩემი წამოდგა და იკითხა:
– ამიწიეთ ხელი, ვინ თვლით, რომ ესბავშვი უნიჭოა?
რასაკვირველია ხელი არავის აუწევია…
-ამიწიეთ ხელი ვინ თვლით, რომ უზრდელია?
– – – – – – – – –
– მითხარით კიდევ ერთი პედაგოგი, რომელიც იტყვის, რომ იგი არ სწავლობს?
– – – – – – – – – –
დედამ ჩაახველა და რიხიანად გამოაცხადა:
– ორიანი და საშემოდგომო შენ გეკუთვნის ჩემო ძვირფასო —–, იმისათვის რომ ბავშვისთვის, რომელიც ნიჭიერია და სწავლისუნარიანი, შენი საგანი სამიანზეც კი ვერ მოახერხე გესწავლებინა…

😏😜😜
ახლაც მახსოვს, მაშინ როგორ ამოვისუნთქე….
ეს განცდა დღემდე მომყვება, და ყოველთვის, როცა ქარიშხალებთან ბრძოლით დაღლილს, სასოწარკვეთის ლანდი შემინიშნავს ჩემში, მაშინვე მახსენდება, რომ მე მარტო არ ვარ!!! ჩემი ყოველთვის ჯეროდათ 🙂

ეს ის ჯადოსნური ჯოხია, რომელსაც წაქცეულის წამოყენება ნამდვილად შეუძლია…

p.s.1
მაშინ როცა თქვენ თქვენი შვილების გვერდზე ხართ, სამყაროც მათ მხარეზე დგება 🙂

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment