fbpx

“მასწავლებლის 10 მცნება”, – გაბრიელა მისტრალი

ავტორი ჟოლო
3.6K ნახვა

თუ მთელი გულით შეყვარება არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს.

 

ასწავლე მარტივად, გასაგებად, ისე, რომ მთავარი არ გამოგრჩეს.

 

გაიმეორე, ისევე როგორც ბუნება იმეორებს, სანამ სრულყოფილებას არ მიაღწევს.

 

ისე ასწავლე, რომ გახსოვდეს სილამაზე, რადგან მშვენიერებაა ყველაფრის საწყისი.

 

სანთლები რომ აანთო, თავად უნდა ატარებდე გულით ცეცხლს.

 

ყველა გაკვეთილზე სიცოცხლე უნდა იგრძნობოდეს, როგორც ცოცხალ არსებაში.

 

იზრუნე სულიერ განვითარებაზე, რომ გასცე, ბევრი უნდა გქონდეს.

 

გახსოვდეს, რომ შენი პროფესია ხელობა არ არის, ეს ღვთის სამსახურია.

 

იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა მოგმადლა ხვალინდელი დღის შექმნის ნიჭი.

 

სანამ ყოველდღიურ გაკვეთილს დაიწყებ, გულში ჩაიხედე და ნახე, სუფთაა თუ არა.

 

გაბრიელა მისტრალი ჩილელი პოეტი, მასწავლებელი, დიპლომატი, ქალთა უფლებების დამცველ.

იგი 16 წლიდან პედაგოგად მუშაობდა, 1945 წელს ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურის დარგში.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment