fbpx

დაიწყეთ დილა მადლიერებით – ძალიან სასარგებლო პოსტი

ავტორი ჟოლო
1.1K ნახვა

„დილა მშვიდობისა! მშვენიერი დილა გათენდა და სურვილი გამიჩნდა შემომეთავაზებინა ძალიან სასარგებლო პოსტი“, – ამბობს მაია ხავთასი  და ცხოვრებისგან რომ უფრო მეტი პოზიტივი მივიღოთ დღის დაწყებას მადლიერებით გვირჩევს. 

მაია ხავთასი: განვმეორდები და ვიტყვი, რომ “ჩვენ ვერასოდეს მივიღებთ იმას რაც გვინდა, სანამ არ ვიქნებით მადლიერნი იმით, რაც გვაქვს!”

მინდა დაიწყოთ ყოველი დილა მადლიერებით. აბა დაფიქრდით, რამდენი რამისთვის ხართ მადლიერნი უფლის: თუნდაც იმისთვის, რომ გაქვთ თვალები, რომ ეს პოსტი იკითხოთ. გყავთ: კარგი მშობლები, მოსიყვარულე შვილები, დედმამიშვილები, საუკეთესო მეგობრები, ყველას გაქვთ ჯანმრთელობა, გაქვთ ნორმალური ფინანსური მდგომარეობა. გაქვთ საკვები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი.

იყავით მადლიერნი იმისთვის, რომ თქვენს ოჯახში სიყვარული სუფევს. გაქვთ: სახლი, მანქანა, არ ცხოვრობთ ქუჩაში. გაქვთ ნიჭი, მიზანი და ენერგია ამ მიზნის განსახორციელებლად. გაქვთ ღვთის შიში და ცხოვრობთ მისი შეგონებებით. შეგიძლიათ სხვა ადამიანების სიყვარული და ამ სიყვარულის გამოხატვა, გყავთ სამაგალითო ნათესავები. გყავთ კარგი თანამშრომლები. დარწმუნებული ვარ ამ ჩამონათვალში, უმრავლესობა აღმოაჩენს თუ რისთვის უნდა იყოს მადლიერი უფლის.

მადლიერების გამოხატვა აუცილებელია, იმის გამო, რომ უძღები შვილივით არ დაგვემართოს და უფალი არ გავანაწყენოთ. უნდა ვიყოთ მისი მადლიერნი რასაც ის გვაძლევს და რასაც ის მოგვცემს მომავალში.

აუცილებლად გამოიყენეთ ეს რჩევა და ყოველ დილას, უფალს გადაუხადეთ მადლობა, იმ ყველაფრის გამო, რაც მან თქვენ გიბოძათ.

მაია ხავთასი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment