შენ ახლა ბედნიერი ხარ და შეირგე.
გვიან მიხვდები, რომ ბედნიერი ყოფილხარ და ვერ ხვდებოდი.
თითქმის ყველა ადამიანი ამბობს, მაშინ რა ბედნიერი ვიყავი და არ ვიცოდი, სად მქონდა ჭკუა, გონება, რატომ ვერ ვხვდებოდიო.
არსებობს უცნაური განცდა ადამიანში. ვერ ხედავს, ვერ იჯერებს და ვერ ირგებს არსებული ბედნიერების მდგომარეობას.
თუ ხშირად ამბობ და ტრაბახობ, რომ შეუდარებელი ხარ, დიდებული, წარმატებული, კეთილი, ჭკვიანი და დამსახურებულად პირველი, მაშინ შენ ხამი ხარ, გიკვირს შენი მდგომარეობა, ბოლომდე ვერ იჯერებ, რომ მწვერვალზე ხარ. მოემზადე დასანარცხებლად.
ზოგჯერ გიჭირს გაიაზრო ბოლომდე, რომ კარგად ხარ და ბედნიერი ხანა გაქვს. მხოლოდ მაშინ მიხვდები ამას, როცა ადამიანებს და მდგომარეობას დაკარგავ.
გააცნობიერე, რომ ხიბლში ხარ ჩავარდნილი.
გააცნობიერე, რომ უფლებამოსილება საშიშია.
დროს შენ ნუ განკარგავ, რისკია.
საშიშია, როცა საკუთარი თავით ხარ აღფრთოვანებული.
ნუ ფიქრობ, რომ დაუმარცხებელი ხარ.
ნუ ხარ ამაყი, რომ კეთილი ხარ.
ისეთი წარსული გქონდა, ვერ იჯერებ წარმატებული რომ ხარ.
ისეთი წარსული გქონდა, ვერ იჯერებ რომ გათხოვდი.
ისეთი წარსული გქონდა, ვერ იჯერებ, რომ ვაჟკაცს გეძახიან.
ისეთი წარსული გქონდა, არ გჯერა, რომ მშიერი არ ხარ.
ისეთი წარსული გქონდა, არ გჯერა, რომ ცოცხალი ხარ.
ისეთი წარსული გქონდა, არ გჯერა, რომ ბედნიერი ხარ.
ერთგვარი ნიჭია გაექცე რეალობას, საკუთარ პრობლემებს და საკუთარ მეს. ასაკში ადამიანს ეს ნიჭი უქრება და ცხოვრება ფაქტის წინ დააყენებს.
საშიშია გაგეხარდეს სხვისი ცუდი, თუნდაც გული გატკინა.
მტერი განგებას მიანდე.
გიორგი ჯაჯანიძე