17 წლის ასაკში, ის არ მიიღეს კოლეჯში.
25 წლის ასაკში, დაეღუპა დედა.
26 წლის ასაკში მუცელი მოეშალა.
27 წლის ასაკში გათხოვდა. ქმარი მოძალადე აღმოჩნდა, ხშირად სცემდა. მიუხედავად ამისა, მისგან შვილი მაინც გააჩინა.
28 წლის ასაკში განქორწინდა და იტანჯებოდა მწვავე დეპრესიისგან.
29 წლის ასაკში, ის იყო თავშესაფარში მცხოვრები მარტოხელა დედა.
30 წლის ასაკში, თვითმკვლელობის ზღვარზე იყო.
31 წლის ასაკში გამოქვეყნდა მისი პირველი წიგნი.
35 წლისას, ის უკვე 4 წიგნის ავტორი იყო.
ჯოან როულინგი (ინგლ. J. K. Rowling; დ. 31 ივლისი, 1965) — ინგლისელი მწერალი, ავტორი ჰარი პოტერის თემაზე შექმნილი წიგნების სერიისა. მისი გაყიდული წიგნების საერთო ტირაჟი 400 მილიონ ეგზემპლარს აღემატება.
2004 წელს ჟურნალმა „ფორბსმა“ მისი ქონება 576 მილიონ ბრიტანულ გირვანქა სტერლინგად (1 მილიარდ დოლარზე მეტი) შეაფასა და იგი პირველი ქალია, რომელმაც წიგნების წერით 1 მილიარდი დოლარის ოდენობის შემოსავალი მოიპოვა.
2007 წლის „სანდი ტაიმსის მდიდართა ჩამონათვალში“ მას 136-ე ადგილი მიენიჭა ყველაზე მდიდარ ადამიანთა შორის, ხოლო 13-ე ადგილი — ყველაზე მდიდარ ბრიტანელ ქალთა შორის.
ჯოანი აგრეთვე ქველმოქმედია და გაწევრიანებულია ბევრ საქველმოქმედო ორგანიზაციაში.
ის ერთადერთი მილიარდერია, რომელმაც ქველმოქმედებაში იმდენი დახარჯა, რომ მილიონერად იქცა.
დღესდღეობით „ჰარი პოტერი“ ეგრეთ წოდებული „გლობალური ბრენდია“, შეფასებული 15 მილიარდ დოლარად. სერიის უკანასკნელმა ოთხმა წიგნმა თანმიმდევრულად დაამყარა რეკორდი, როგორც მთელ ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაყიდვადმა წიგნებმა. წიგნების სერიათა სრული 4.195 გვერდი ნათარგმნია მთლიანად ან ნახევრად 65 ენაზე.