თუ გაინტერესებს რა ხდება შენი ცხოვრების შემდეგ ეტაპზე და როგორი იქნება შენი მოგზაურობა მომავალში, აუცილებლად გამოგვყევი ანა არველაძის ტრენინგზე – „შეხვედრა ბრწყინვალე მომავალთან“.
ვისთვის არის ეს ტრენინგი?
ყველასთვის, ვინც ოცნებობს: კარიერულ წინსვლაზე, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ჰარმონიულ პარტნიორულ ურთიერთობებზე, საოცნებო სახლის ყიდვაზე, წიგნის დაწერაზე, ახალი საქმის წამოწყებაზე, სასურველ ქვეყნებში მოგზაურობაზე…
და ყველაზე მთავარი
ეს ტრენინგი არის იმ ადამიანისთვის ვისაც საკუთარი მისიის პოვნა სურს.
ანა არველაძე: ეს არის პრაქტიკულ სავარჯიშოებზე აგებული ტრენინგი. უნიკალური პროგრამა შედგენილია ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების განსაკუთრებული მეთოდებითა და პრაქტიკებით.
პირველ რიგში ვიგრძნობთ და დავიჯერებთ საკუთარ უნიკალურობას. აღმოვაჩენთ ჩვენს შინაგან რესურსებს.
ყოველი მონაწილე ენერგეტიკულად მაღალი ვიბრაციებით დაიმუხტება და მადლიერებას იგრძნობს საკუთარი თავის მიმართ. ასევე გაუჩნდება წინაპრების რწმენა, რომ მათი დახმარებით ჯადოსნურ ენერგიებს მიიღებს.
გავაცნობიერებთ ღირებულებებს, და ასევე იმას, თუ რისი წაღება გვინდა აქედან ბრწყინვალე მომავალში? შეიძლება არც არაფრის წაღება დაგვჭირდეს, პირიქით სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ…
ეს არის ენერგეტიკული გადატვირთვა..
აქ მთავარი ის უდიდესი ძალაა, რომელსაც ჩვენში აღმოვაჩენთ და რომელიც ჩვენს ბრწყინვალე მომავალთან მიგვიყვანს.
– ანა შენ როგორ შექმენი შენი ბრწყინვალე მომავალი?
– მადლიერებით, ყოველი დახმარება ადამიანებისგან, ყოველი სიტყვა რომელიც მენიშნა ან ნებისმიერი სიამოვნება რაც ცხოვრებაში მიმიღია, ასჯერ უფრო დიდი მადლიერებით მივიღე. ჩემი ცხოვრება დღესაც ამაზე დგას.
ჩემი ბრწყინვალე მომავალი ასევე შევქმენი მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე დაკვირვებით, – სულ მჯერა რომ ბაბუას ნაჭამ ტყემალს მართლა შეუძლია შვილიშვილს კბილები მოჰკვეთოს. ძალიან დიდი სიფრთხილით შევქმენი ის, რაც დღეს მაქვს, რომ ვინმესთვის რამე არ წამერთვა, ვინმე არ დამეჩაგრა თუნდაც ჩემი წარმატებით. არავის არასოდეს არანაირი ზიანი არ უნდა მიაყენო, – ეს ჩემი ცხოვრების კრედოა.
– ანუ შრომაზე და ცოდნაზე წინ ეს ორი რამ დგას?
– კი, ეკოლოგიურობა და ძალიან დიდი მადლიერების უნარი. ცოდნა შეიძლება ძალიან დიდი იყოს და ვიღაცები დააზიანო, ან მადლიერების განცდა საერთოდ არ გქონდეს. ასეთი ცოდნა ჩემთვის ღირებული ცოდნა არ არის. თავარია მადლიერება, ასევე სიფრთხილეც, რომ არავის ავნო. სამყარო მერე უფრო გულუხვი ხდება შენს მიმართ , ისეთ შანსებს აჩენს , ისეთ შეკითხვებზე იღებ პასუხს, მანამდე რომ ვერც წარმოგედგინა.
ამ ტრენინგზე მომავლის ნდობას და სამყაროსთან ურთიერთობას ვსწავლობთ. ეს არის საჩუქარი, რომელსაც მართლა ყველა ადამიანი იმსახურებს.
ეს არის დღე, რომლის მადლიერნიც მთელი ცხოვრება ვიქნებით.
მაშ ასე, თუ გსურს:
🔹️ განთავისუფლდე საკუთარი და წინაპრების ცხოვრების განსჯისაგან;
🔹️ დაიწყო ბრწყინვალე მომავლის შენება;
🔹️ დარწმუნდე საკუთარ უნიკალურობაში;
🔹️ დაიმუხტო განსაკუთრებული, ჯადოსნური ენერგიით;
🔹️ იპოვო შენი პირადი საგანძური;
დაიწყე მომავლის შეცვლა დღეს!
✔ შეხვედრა ბრწყინვალე მომავალთან
✔ 17 დეკემბერი, 19:00-22:00 სთ
✔ ფასი 155 ლ
დარეგისტრირდი https://shorturl.at/aS134
ანა არველაძე გახლავთ: ფსიქოლოგიის მაგისტრი, პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოკონსულტანტი, ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების ოსტატი, ლონდონის NLP სკოლის პრაქტიკოსი, აღმასრულებელი ქოუჩი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, ბიზნესისა და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი, კლინიკური ჰიპნოთერაპევტი.