fbpx

3 პირობა თავდაჯერებული ბავშვის აღსაზრდელად

ავტორი Ann
98 ნახვა

წარმატება ცხოვრებაში, კარიერაში, ოჯახში, სამეგობროში დამოკიდებულია იმაზე, რამდენად თავდაჯერებული ხართ. სწორედ ეს გახლავთ წარმატების მთავარი ფუნდამენტი. თავდაჯერებულობა კი ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის აღზრდაზე. თუ გსურთ აღზარდოთ თქვენი შვილი თავდაჯერებულ ადამიანად, გაითვალისწინეთ რჩევები:

 

ასწავლეთ, როგორ იფიქროს დამოუკიდებლად – თუ თქვენს ბავშვს ყოველთვის მიუთითებთ რა, როდის და როგორ გააკეთოს, ის მიეჩვევა ამას და საკუთარი ინტუიციით ვერაფერს გააკეთებს. ამიტომ მიეცით დამოუკიდებლობა, რათა თავად მოიფიქროს და გადაწყვიტოს როგორ მოიქცეს.

 

უამბეთ მათი ფესვების შესახებ – ადამიანისთვის ძალიან მნიშველოვანია ინფორმაცია მათი წინაპრების შესახებ, განსაკუთრებით თუ ისინი წარმატებული ადამიანები იყვნენ გარკვეულ სფეროში. თუ თქვენ შვილს წინაპრების სიყვარულს ჩაუნერგავთ ამით მას თავდაჯერებულს გახდით.

 

ასწავლეთ კარგი ჟესტები – ვერბალური კომუნიკაცია ერთ-ერთი ყველაზე მთავარია ცხოვრებაში, ჟესტები ადამიანზე ბევრ რამეს ამბობენ. ადამიანი, რომელიც ნელა და ზარმაცად მოძრაობს საკუთარ თავში დარწმუნებული არ არის. მხრებგამართული პიროვნება, რომელიც თვალებით კონტაქტს არ ერიდება სწორედ ისაა, ვინც ყველაზე დიდ ეფექტს ახდენს.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment