fbpx

“ჩვენ მხოლოდ გვაქვს დღევანდელი დღე! მოდით, დავიწყოთ…”

ავტორი ჟოლო
451 ნახვა

დღევანდელ დღეს გილოცავთ, როგორც ერთ–ერთს იმ დღეთაგან, რომელიც არასოდეს განმეორდება.

სამი რამ არ ბრუნდება უკან არასოდეს: დრო, სიტყვა, შესაძლებლობა.

დაფიქრებულხარ ოდესმე, რამდენი რამის კეთება შეიძლება ამ სამყაროში. როგორ ფიქრობ, რამდენი რამეა ისეთი, რისი გაკეთებაც პირადად შენ შეგიძლია?

დიახ, ძალიან ბევრი. ჩვენ ყველამ ვიცით ეს გულის სიღრმეში, ყველას გვჯერა, რომ ერთ დღესაც გაგვიმართლებს, რომ დრო ყველაფერზე გვეყოფა, რომ “დადგება დღეე”, რომ მთავრობა შეიცვლება და უკეთესი გარემო იქნება მიზნების ასასრულებლად, რომ… ეს “რომ” არასოდეს მთავრდება. მუდამ გვგონია, რომ შეუზღუდავი დრო გვაქვს, რომ არასოდესაა გვიან…

“გუშინდელი დღე წარსულია, ხვალინდელი დღე ჯერ არ არის დამდგარი. ჩვენ მხოლოდ გვაქვს დღევანდელი დღე. მოდით, დავიწყოთ…”

ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ გადავდოთ, მაგრამ დროს – არა!

არაფერი არ არის ისე შორს როგორც გასული წუთი. ოდესმე გიგრძვნია გასული წუთის სიშორე? თუ ასეა, გილოცავ, შენ ნამდვილად შეგძლებია დროის დაფასება. დროის, რომელიც ყველაზე მეტად გვჭირდება და რომელსაც, უმეტესწილად, ყველაზე ცუდად ვიყენებთ.

წარმოიდგინე, თითქოს ფული არ არსებობს და გაქვს მხოლოდ დრო [წუთები, წამები, საათები], რომლითაც შეგიძლია იყიდო ყველაფერი, მაგრამ თუ ამოგეწურა, მოკვდები. ხომ ეცდებოდი, რაც შეიძლება მეტი მოგესწრო. გერბინა, გეჩქარა, სწრაფად მოგეგვარებინა მოსაგვარებელი საქმეები… ამისათვის კი მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა გამოგეყენებინა თითოეული წამი.

უნდა ვეცადოთ, რომ ჩასუნთქვა–ამოსუნთქვას შორის არსებული 1 პაწაწინა წამიც კი იმ მისიის შესრულებას მოვახმაროთ, რომელიც გვაკისრია.

დანიელი ფილოსოფოსის, სიორენ კირკეგორის თქმით კი “დაყოვნება ჰგავს იმ ძაფს, რომელსაც ძირითად ნასკვს არ უკეთებ კერვისას და, შესაბამისად, პრაქტიკული შედეგიც არასასურველია”.

თუ არ იცი წამის გამოყენება, მაშინ წუთსაც, საათსაც, დღესაც და ცხოვრებასაც უაზროდ გამოიყენებ!… ასე რომ, დაიჭირეთ წამი ახლავე. გამოიყენე შანსი, რომელიც გეძლევა!

ავტორი: Tako Januashvili

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment