fbpx

სიყვარულს ფულით ვერ იყიდი, სიყვარული შეიძლება მხოლოდ შექმნა

ავტორი ჟოლო
1,440 ნახვა

”სიყვარულს ფულით ვერ იყიდი, სიყვარული შეიძლება მხოლოდ შექმნა.” უორენ ბაფეტი

სიყვარული ეს არის ენერგია, ენერგია რომელსაც ჩვენ გულუხვად გადავცემთ გულიდან გულში. სიყვარული ეს არის გაფრენა, ეს არის სიხარული, ეს არის სიცოცხლე, სინათლე, სიმდიდრე, სიყვარული ეს არის მილიონჯერ უფრო მეტი ვიდრე ერთად აღებული ყველა სიმდიდრე კაცობრიობის.

იმისთვის რომ ჩვენი ყოველი დღე ივსებოდეს სინათლით, სიხარულით, სიყვარულით მე დღეს გთავაზობთ რაც შეიძლება ხშირად გავუგზანოთ ჩვენს საყვარელ ადამიანებს სიყვარულის ენერგია.

თუ თქვენ გყავთ საყვარელი ადამიანი, მეუღლე, შეყვარებული ხშირად აუხსენით მას სიყვარული, თანაც ეს გააკეთეთ ისე როგორც პირველად გამოუტყდით სიყვარულში, გულის ფანცქალით, გულწრფელად და უდიდესი სიყვარულის გრძნობით. მისწერეთ წერილი, სმს–ი თუ ახლოს არ ხართ, არა აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ ხშირად გამოუტყდით სიყვარულში ისე თითქოს ამას აკეთებთ პირველად.

მოეფერთ თქვენს მშობლებს, შვილებს, მეგობრებს, აგრძნობინეთ როგორ გიყვართ, რამდენად ძვირფასები არიან თქვენთვის… აჩუქეთ სიყვარულის ენერგია თქვენს გარშემო ყველას, გააგზავნეთ სიყვარული სამყაროში და ჩვენ აუცილებლად შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment