fbpx

როდესაც დეტალები მნიშვნელოვანია

ავტორი ჟოლო
68 ნახვა

საინტერესო ისტორია მინდა მოგითხროთ. შეიძლება ვინმეს გამოადგეს სხვების გამოცდილება.

მაშ, ასე საუდის არაბეთში გაემგზავრა კოლას მსხვილი სარეკლამო კომპანიის წარმომადგენელი, რათა ახალი პროდუქციის ხაზი და რეკლამა ჩაეშვა ბაზარზე.

 

%e1%83%93%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98

 

ამერიკული გუნდი დიდხანს ფიქრობდა და მოიფიქრეს ძალიან მარტივად აღსაქმელი რეკლამა. მათ არაბული არ იცოდნენ, ხოლო  თარგმანზე დროის დაკარგვა არ უნდოდათ.  შემუშავებული კონცეფცია იყო კარგი: ერთმანეთის გვერდზე განლაგებული, აზრობრივად დალაგებული  სამი პლაკატი. აი, როგორსაც ხედავთ სურათზე, ზემოთ.

ანუ პირველი სურათი, აჩვენებს უდაბნოში სიცხისგან გამოფიტულ დაღლილ ადამიანს. მეორე პლაკატზე, ის სვამს კოლას. ხოლო მეასამეზე, ენერგიულად და ჯანმრთელად გარბის. პლაკატები იყო ლამაზად დახატული, ამობეჭდილი და მთელ ქალაქში განთავსებული.

მაგრამ სარეკლამო კომპანია მოულოდნელად ჩავარდა.

რატომ?

იმის მიუხედავად, რომ თავად ჩანაფიქრი იყი კარგი, უბრალო და გასაგები. ხოლო რეალიზცია მოგვარებული იყო მაღალ დონეზე – ამერიკულმა გუნდმა არ გაითვალისწინა ერთი მნიშვნელოვანი რამ… საუდის არაბეთში ადამიანები კითხულობენ მარჯვნიდან მარცხნივ…

 

წყარო:https://zrda.wordpress.com/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment