fbpx

როგორ ქალებს უმართლებთ სიყვარულში…

ავტორი Ann
1.1K ნახვა

ზოგიერთი ადამიანისთვის სიყვარულის საკითხში ყველაფერი მარტივია, ზოგისთვის კი პირიქით – ძალიან რთული. ურთიერთობას ყველა ადვილად ვერ აწყობს და შესაფერის მეორე ნახევარსაც რთულად პოულობს. როგორია ქალების კატეგორია, რომლებზეც ამბობენ გაუმართლა სიყვარულშიო?

 

ისინი წარსულის გაკვეთილებზე სწავლობენ – ბევრ ქალს მეორე ნახევართან დაშორების შემდეგ ჰგონია, რომ თუ ახალ სიყვარულს დაუწყებს ძებნას ისიც შესაძლოა ასევე დასრულდეს. ნუ შეგეშინდებათ სიახლის, გამოიყენეთ წარსული გაკვეთილად და გააანალიზეთ რა შეგეშალათ.

 

ბავშვობის სტერეოტიპებს ურთიერთობის გაფუჭების საშუალებას არ აძლევენ – სიყვარულში წარმატებული ქალები არასდროს ფიქრობენ რას იტყვის მეზობელი, ნათესავი თუ უბრალოდ გამვლელი. იქცევა მეორე ნახევართან ისე, როგორც თავად მიაჩნია სწორად.

 

თვითშეფასებას პარტნიორის ხარჯზე არ იზრდიან – ყველა ადამიანი ინდივიდია და მას ზურგის გამაგრება თვითშეფასების ამაღლებისთვის არ სჭირდება. არაა საჭირო გააფეტიშოთ მეორე ნახევარი ან პირიქით, თქვენი თავი უკეთესი გეგონოთ. აკეთეთ საკუთარი საქმე და ნუ შეეჯიბრებით მას.

 

უყვართ საკუთარი მამაკაცი ისეთი, როგორიც არის – ეცადეთ მიიღოთ მეორე ნახევარი ისეთი, როგორიც არის, რადგან არც თქვენთვის იქნებოდა სასიამოვნო თქვენი შეცვლა რომ ვინმეს ეცადა.

 

ირჩევენ ჯანსაღ ურთიერთობას – ნაძალადევი არაფერი ვარგა, მითუმეტეს სასიყვარულო ურთიერთობა. მიეცით თავისუფლება მეორე ნახევარს, საჭიროა მას საკუთარი ინტერესები და ჰობი ჰქონდეს. ნუ დაურეკავთ პირველი, მიეცით არჩევანის საშუალება.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment