fbpx

მდივანი გოგო და ნოდარ დუმბაძის იუმორი

ავტორი ჟოლო
502 ნახვა

“ნოდარ დუმბაძემ მდივანი გოგო დაიბარა კონსტანტინე გამსახურდიასთან გასაგზავნად, რომელიც იგავ-არაკებს აქვეყნებდა ჟურნალში. მდივანმა სასტიკი უარი უთხრა – მეარშიყება, ეგ ბერიკაციო. რა მოხდა, მერეო – უპასუხა ნოდარმა, – გოეთე 80 წლის იყო და 18 წლის შეყვარებული ჰყავდაო. მდივანი სულ მთლად აღშფოთდა ამ ამბავზე და კაბინეტიდან გასვლისას – გავიგებ მაგ გოეთეს ტელეფონს, დავურეკავ და მაგრად გამოვლანძღავ, გოგონებს ტვინს რომ ურევსო. ნოდარმა მიაძახა – ნახე მანდ, ტელეფონების წიგნში იქნებაო.

დიდი ხნის ძებნის შემდეგ, შეწუხებულმა გოგომ – ბატონო ნოდარ, აქ მხოლოდ გოთუები არიან და გოეთეებს ვერსად მივაგენიო, “ჩვენი კავშირგაბმულობის ამბავი რომ ვიცი, ეტყობა არ აღირსეს ტელეფონიო” – სიცილით უპასუხია ნოდარს.”

მსგავსი სტატიები

Leave a Comment