fbpx

ძვირფასი ნივთები და შეუფასებელი ადამიანები

ავტორი ჟოლო
187 ნახვა

ძვირფასი სახლი, ძვირფასი მანქანა, ძვირფასი სამკაულები, ძვირფასი ტანსაცმელი, ძვირფასი ტექნიკა… და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი ძვირფასი რამ არის ირგვლივ, რისკენაც ადამიანი მიილტვის, ოცნებობს და მოიპოვებს.
ეს ყველაფერი ცრუ ძვირფასეულობაა და ახლოსაც არ არის იმ ბედნიერებასთან, რასაც ნამდვილი, ჭეშმარიტი ბედნიერება ქვია.
ყველაზე ძვირფასი ადამიანის ყოფაში ჯანმრთელობა და სიცოცხლეა.

ცოდოა ადამიანი, როცა არაფერი აქვს, ელემენტარული საარსებოც არ გააჩნია, არანაირი საშუალება არ აქვს იმკურნალოს, წამალი იყიდოს. ცოდოა იმიტომ, რომ ძალიან უნდოდა სიცოცხლე, ვერ შეძლო უსახსრობის გამო თავის გადარჩენა და გარდაიცვალა.

უბედურია ადამიანი, როცა შეძლებულია, უამრავი ფული და ძალაუფლება აქვს, ნებისმიერი მიწიერი სურვილი შეუძლია შეისრულოს. უბედურია იმიტომ, რომ ძალიან უნდოდა სიცოცხლე, მიუხედავად სიმდიდრისა ვერ შეძლო სიცოცხლის ყიდვა და გარდაიცვალა.

სიცოცხლე ძვირფასია მაშინ, თუ სულიერი სიმშვიდე აქვს ადამიანს, ამ დროს სიმდიდრე და სიღარიბე არაფერშუაშია. სულიერი სიმშვიდე ღვთის საჩუქარია და მხოლოდ რჩეულებს, გონიერ და მართალ ადამიანებს გააჩნიათ.

სიცოცხლე მაშინ არის ძვირფასი, თუ შენში დიდი სიყვარულია.

სიცოცხლე მაშინ არის ძვირფასი, თუ გული კეთილი და ლმობიერი გაქვს.

სიცოცხლეს მაშინ აქვს ფასი, როცა ბევრი ადამიანისთვის ძვირფასი ხარ.

სიცოცხლეს მაშინ აქვს ფასი, როცა ფულის გამო ყველაფერს არ კადრულობ, გვერდში მდგომს არ ძარცვავ, სხვისას არ ითვისებ და გაჭირვებულს ეხმარები.

სიცოცხლეს მაშინ აქვს ფასი თუ ნდობას ამართლებ და ღორის თვისებით არ ცხოვრობ.

სიცოცხლეს მაშინ აქვს ფასი, როცა ამ ქვეყნიდან წახვალთ და გულწრფელად დაწყდებათ გული… და შენზე იტყვიან:
მის შვილებს და ოჯახს შეეწიოს სიკეთე, შეუფასებელი ადამიანი იყო. ღმერთმა აცხონოს.

დანარჩენს ღმერთი გადაწყვეტს.

გიორგი ჯაჯანიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment