1. ადამიანები არ იჩენენ თქვენდამი ან ჩემდამი ინტერესს, ისინი უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავზე ფიქრობენ.
რომაელ პოეტს, სირიუსს უთქვამს: “ჩვენ ადამიანებისადმი ინტერესს ვამჟღავნებთ მაშინ, როცა ისინი იჩენენ ინტერესს ჩვენ მიმართ!”
რუზველტი მუდამ დაინტერესებული იყო იმ ადამიანების საქმეებითა და ცხოვრებით, რომლებიც მის გარშემო ტრიალებდნენ, რაგინდ უბრალო ადამიანები არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი.
თუ გსურთ ადამიანი საკუთარი ნებით დაგეხმაროთ, ჯერ თქვენ დაეხმარეთ მას, მის წინაშე წამოჭრილი პრობლემის გადაჭრაში. თუ პრობლემის მოგვარება არ შეგიძლიათ, საუბარი მაინც ჩამოუგდეთ ამის თაობაზე და აგრძნობინეთ, რომ მისი პრობლემა თქვენც გაღელვებთ და გაინტერესებთ.
წრფელი ინტერესი გამოიჩინეთ ადამიანისა და მისი პრობლემების მიმართ.
2. გაიღიმეთ! ადამიანებს სიამოვნებთ მომღიმარ ადამიანებთან შეხვედრა. მათზე ავს გულში იშვიათად თუ გაივლებენ.
თუ შეხვედრისას ადამიანს მუდამ უღიმით, ღირსიც რომ იყოთ, იგი გულსატკენს არაფერს გკადრებთ. გაიღიმეთ!
3. ადამიანი კარგად განეწყობა თქვენდამი, თუ მისი სახელი არ გავიწყდებათ. ნაპოლეონი მოუცლელობის მიუხედავად ადამიანის სახელსა და გვარს ყოველთვის იმახსოვრებდა.
4. რაში მდგომარეობს საქმიანი საუბრის საიდუმლო? თანამოსაუბრესადმი განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენაში. ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ისე არაფერი ეამება თანამოსაუბრის გულს, როგორც ყურადღება.
5. საუბარი წამოიწყეთ იმაზე, რაც თქვენს თანამოსაუბრეს აინტერესებს.
6. პატივი ეცით სხვათა ღირსებებს.
ლაროშფუკოს უთქვამს: “თუ გსურთ მტრები გაიჩინოთ, ეცადეთ აგრძნობინოთ, რომ ისინი უკან მოიტოვეთ, მაგრამ თუ გსურთ მეგობრები გყავდეთ, მიეცით მათ წინ გასწრების საშუალება!”
ბრძენს თავისი სიბრძნე გზაშარაზე არასოდეს გამოაქვს!
© დეილ კარნეგი
თქვენი პროფესიონალიზმისა და შემოსავლების ზრდისათვის: GT
წყარო: Business Inteleqtika