fbpx

რამდენიმე ციტატა უკეთესი ცხოვრებისთვის

ავტორი Ann
3.2K ნახვა

ადამიანები ყველაზე ბევრს სხვების წარმატებისგან თუ წარუმატებლობისგან ვსწავლობთ. ამ ბრძენი ადამიანების გამონათქვამები დაგეხმარებათ გახადოთ თქვენი ცხოვრება უკეთესი:

 

„ვერავინ შეძლებს თქვენს დაჩაგვრას თქვენივე ნებართვის გარეშე.“ – ელეანორ რუზველტი.

 

„წარსულით მომავალს ვერ დაგეგმავ.“ – ედმუნდ ბურკე.

 

„ვინც იცის რატომ ცხოვრობს, მან იცის პასუხი თითქმის ყველა „როგორ“-ზე.“ – ფრიდრიხ ნიცშე.

 

„გაითვალისწინეთ, რომ დიდი სიყვარული და დიდი მიღწევები დიდ რისკებს შეიცავენ.“ – დალაი ლამა.

 

„დაკარგულ დროს ვეღარასდროს იპოვნით.“ – ბენჯამინ ფრანკლინი.

 

„სამი სიტყვით შემიძლია შევაჯამო ის, რაც ცხოვრებისგან ვისწავლე: ის კვლავ გრძელდება.“ – რობერტ ფროსტი.

 

„არ მიიღოთ ცხოვრება ზედმეტად სერიოზულად, მისგან ცოცხლად თავის დაღწევას ვერასდროს შეძლებთ.“ – ელბერტ ჰაბარდი.

 

„თუ მამაკაცს ესაუბრებით ენაზე, რომელიც მას ესმის თქვენი სიტყვები მის თავში შედის. თუ მას ელაპარაკებით მისსავე ენაზე, თქვენი სიტყვები მის გულში რჩება.“ – ნელსონ მანდელა.

 

„ორი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე თქვენს ცხოვრებაში – როდესაც დაიბადეთ და როდესაც აღმოაჩენთ რატომ.“ – მარკ ტვენი.

 

„გონების განათლება გულის განათლების გარეშე განათლება არ არის.“ – არისტოტელე.

 

„არსებობს ბევრი გზა წინსვლისთვის, მაგრამ მხოლოდ ერთი ადგილზე დგომისთვის.“ – ფრანკლინ რუზველტი.

 

„როდესაც რაღაც მოხდა, მოხდა. ნუ გაიხედავ უკან. იყურე წინ შემდეგი შესაძლებლობისთვის.“ – ჯორჯ მარშალი.

 

„თვლადია არა წლები თქვენს ცხოვრებაში, არამედ ცხოვრება ამ წლების განმავლობაში.“ – აბრაამ ლინკოლნი.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment