fbpx

რჩევები მამაკაცებს იდეალური ოჯახის შესანარჩუნებლად

ავტორი admin
2.2K ნახვა

„თუ ოჯახი არ არის ის ადგილი სადაც მიგიხარიათ, მეზობლების დასანახად მისი „შენარჩუნება“ უდიდესი უგუნურებაა“ – ამბობს ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი და მამაკაცებს საინტერესო რჩევებს სთავაზობს. 

1. მამაკაცებო, არასოდეს შეწყვიტოთ თქვენი მეუღლის გულის მონადირება, მისი სიყვარულის მოსაპოვებლად „გმირული“ ქმედებების კეთება… ნუ მოეშვებით სახლის „ჩუსტებში“ ფეხებგაყრილნი ტელევიზორის წინ და ნურც გარეულ ცხოველად გადაიქცევით ხშირად იფიქრეთ რა მოიმოქმედოთ, რომ იგი სასიამოვნოდ გააკვირვოთ.

2. მეტი ყურადღება მიაქციეთ მისი პიროვნების დადებით მხარეებს – დაკონცენტრირდით იმაზე, რაც გიყვართ მასში. ხშირად გაიხსენეთ მასთან გატარებული საუკეთესო წუთები და გახსოვდეთ – ეს არის ადამიანი რომელმაც თავისი ცხოვრება მოგანდოთ – გაამართლეთ ეს ნდობა, დააფასეთ მისი არჩვევანი.

3. ნუ დაიწყებთ მის აღზრდას და გადაკეთებას – გიყვარდეთ იგი ისეთი, როგორიც არის… რადგან რომც მოინდომოს და „გადაკეთდეს“, შესაძლოა იგი მეტად მოგეწონოთ, მაგრამ აღარ გეყვარებათ… თქვენ იგი ასეთად შეიყვარეთ, მაგრამ თუ თვლით რომ ქორწინების მერე იგი სხვანაირი გახდა, მოექეცით მას ისე როგორც ადრე- ქორწინებამდე და მისი დამოკიდებულებაც შეიცვლება.

4. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები… თქვენი გაბედნიერება და გაუბედურება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ და მეტი არავის… თქვენ აგებთ პასუხს საკუთარ ბედნიერებაზე … როგორც კი ამას გააცნობიერებთ და პასუხისმგებლობის ცოლზე გადაბარებას შეეშვებით, უამრავი რამ შეიცვლება უკეთესობისაკენ.

5. არასოდეს გაბრაზდეთ მასზე მხოლოდ იმიტომ, რომ მისმა საქციელმა თქვენში სულიერი ღელვა გამოიწვია – ეს უხერხულია, სასაცილოა და სირცხვილი… მამაკაცი, რომელიც ძლიერია, მას ქალის „სისულელეებზე“ მხოლოდ ეღიმება… თუ ამგვარი ქცევა თქვენთვის უცხოა, მოსინჯეთ და აუცილებლად მოგეწონებათ, როცა თქვენ- – ძლიერი მამაკაცი, მეფე, მმართველი – გულიანად იღიმით იმაზე, რაზეც სუსტი მამაკაცები ყვირიან – არასოდეს აკადროთ საკუთარ თავს სიტუაცია და ქალი, რომელსაც ტონის აწევა ჭირდება.

6. მიეცით ქალს უფლება მოიწყინოს, იმხიარულოს, გამოხატოს ემოციები, წამოიტიროს იმ შემთხვევებშიც კი, როცა თქვენ ასე არ მოიქცეოდით: – ქალი მარტის ამინდივითაა – მისი ემოციური მდგომარეობა ცვალებადია და ეს არის მისი ნამდვილი ნატურა. ქალები რომლებიც აღზრდის შედეგად „დაასტაბილურეს“ და „გააწონასწორეს“ გაცილებით ხშირად ავადმყოფობენ, ვიდრე კონგრუენტული (გამომხატველი) ქალები. ამ დროს ყველაზე უკეთესია თუ მოეხვევით მას და უბრალოდ აგრძნობინებთ, რომ მის გვერდით ხართ.

7. დაკავდით სიყვარულის და საყვარელი ადამიანის შეცნობით – შეისწავლეთ „სიყვარულის ენა“, დააკვირდით და ჩამოწერეთ 10 რამ, რაც მას ყველაზე მეტად აბედნიერებს და პერიოდულად გამოიყენეთ „თქვენს სიაში „ ჩამოთვლილი პუნქტები.

8. იყავით აქ და ახლა, განსაკუთრებით მაშინ როცა მის გვერდით ხართ… შესაძლოა მთელი დღე არ გეცალოთ, მაგრამ როცა მისთვის მოიცლით, მთლიანად – სმენით, საუბრით, ყნოსვით, შეხებით, თვალებით – იყავით მასთან , იგრძენით , შეისუნთქეთ იგი…

9. ნუ შეგეშნდებათ სასაცილო გამოჩნდეთ – იხალისეთ, იცინეთ, იმასხრეთ, ბავშვურად მოიქეცით, ეთამაშეთ….ზედმეტი სერიოზულობა ბოლოს უღებს სასიყვარულო ურთიერთბებს.

10. დაუტოვეთ მას თავისუფალი სივრცე… როდესაც იგი ითხოვს რამოდენიმე დღით სადმე უთქვენოთ წასვლას – გაუშვით იგი სიამოვნებით, რათა დაბრუნების შემდეგ თავიდან აღმოაჩნოთ. ცნობილია რომ ის ოჯახები, სადაც მივლინებების წყალობით მეუღლეებს ხანმოკლე განშორება უწევთ, გაცილებით დიდხანს ინარჩნებენ პირვენდელ სიყვარულის განცდას.

11. იყავით მგრძნობიარე … ნუ მოგერიდებათ თქვენს გრძნობებზე, განცდებზე და თუნდაც ტკივილზე ისაუბროთ და გული საყვარელ ქალს გადაუშალოთ…თუ ნდობა და ერთგულება თქვენი ურთიერთბის ფასეულობაა, იყავით გულახდილი ყველაფერში…

12. არ შეჩერდეთ. ერთად განვითარდით, განიხილეთ სიახლეები, ფილმები, აღმოჩენები….იმსჯელეთ, იკამათეთ…..აღმოაჩინეთ ერთობლივი მიზნები და საქმიანობები….

13. ნუ ინერვიულებთ ფულზე – ჩათვალეთ რომ ფულის მოპოვება ერთგვარი თამაშია და ამ თამაშში ერთ გუნდად უნდა იქცეთ. ისწავლეთ როგორ მისცეთ ერთმანეთს ძალა გასამარჯვებლად, იმის მაგივრად რომ მიუთითოთ დამარცხებაზე.

14. ოჯახი – ეს არ არის ვალდებულება, ეს თავისუფალი ნებაა… თუ თქვენ თავს ვალდებულად თვლით ოჯახი არჩინოთ, მეუღლე გაასეირნოთ, ბავშვი დაიტოვოთ – ეს საშინელებაა… სიყვარულით და საკუთარი სურვილით გააკეთეთ ეს ყოველივე და თუ ამის კეთება ნებით არ გინდათ, ნუ იძალადებთ საკუთარ თავზე – გაუშვით იგი, თქვენი მეუღლე გაუშვით, მიეცით მას უფლება იყოს ბედნიერი თუნდაც უთქვენოდ, რადგან აუცილებლად გამოჩნდება ადამიანი, ვინც ყველაფერ იმას, რასაც თქვენ ვალდებულებად თვლიდით, სიყვარულით გააკეთებს.

15. და ბოლოს… ერთად ცხოვრება არის გზა რომელზეც არის აღმართ – დაღმართი, მწვერვალები და უფსკრულები, სიხარული და ტკივილი, ცაში აფრენა და მიწაზე დანარხებაც… ეს ყველა ეტაპი ერთად გასავლელია… და თუ თქვენს წინ ის ქალია, რომელთანაც ეს ყველაფერი გინდათ, ქალი რომელიც თქვენი გაზაფხულია და თქვენი სუნთქვა, იქონიეთ კაცობა და იქეცით ყველაზე ბედნიერი ცოლის ქმრად ამ დედამიწაზე.

 ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment