აბსოლუტურად ყველაფერი, რაც კეთდება და ხდება სიყვარულის გარეშე, განწირულია და მისი ბოლო განადგურებაა – ამბობს წარმატების ექსპერტი გიორგი თვალაძე.
♛ ვალდებულებები სიყვარულის გარეშე, შობს დაძაბულობას.
♛ პასუხისმგებლობა სიყვარულის გარეშე, შობს უცერემონიობას.
♛ სამართლიანობა სიყვარულის გარეშე, შობს სისასტიკეს.
♛ სიმართლე სიყვარულის გარეშე, შობს კრიტიკას.
♛ აღზრდა სიყვარულის გარეშე, შობს ორსახოვნებას.
♛ ჭკუა სიყვარულის გარეშე, შობს ცბიერებას.
♛ პოზიტიურობა სიყვარულის გარეშე, შობს თვალთმაქცობას.
♛ ძალაუფლება სიყვარულის გარეშე, შობს ძალადობას.
♛ ღირსება სიყვარულის გარეშე, შობს ქედმაღლობას.
♛ სიმდიდრე სიყვარულის გარეშე, შობს სიხარბეს.
♛ რწმენა სიყვარულის გარეშე, შობს ფანატიზმს.
ადამიანი ნამდვილი სიყვარულის გარეშე – იქცევა გაღიზიანებულ, უცერემონიო, უმოწყალო კრიტიკოსად, ან ორსახოვან, ცბიერ მოძალადედ, ან ქედმაღალ, ძუნწ ფანატიკოსად…
ამას კი სულიერი სიღარიბე ეწოდება…
შედეგად, ჩვენ ვხედავთ მუდმივად მოწყენილ და უკმაყოფილო სახეებს…
გარშემო მეფობს დაძაბულობა, შეჯიბრი და დემოსტრირება, რომ ვიღაც მტყუანი შენ კი მართალი ხარ – ანუ სუბიექტური რეალობა, სადაც კაციშვილს არ აინტერესებს ობიექტური რეალობა.
ეს იწვევს ავადმყოფობას და მატერიალურ სიღარიბეს…
ადამიანების უმრავლესობამ არც კი იცის, თუ რა არის ნამდვილი სიყვარული…
პერსონალურ განვითარებამდე, ადამიანს ფიზიკურად არ შეუძლია იცოდეს, თუ რა არის ნამდვილი სიყვარული.
სამწუხაროდ, უმრავლესობას სიყვარული ეგოისტური მიჯაჭვულობა და ვალდებულება, ჰგონია… არადა, ამ უკანასკნელთ, არანაირი საერთო არ აქვთ ნამდვილ სიყვარულთან… მაგრამ უმრავლესობას ეს არ აინტერესებს, მათ ხომ საკუთარი სუბ-რეალობა აქვთ?!
სინამდვილეში, ყველაფერი, ძალიან მარტივადაა:
“თუ არ მოგწონს ის, რასაც იღებ, შეცვალე ის, რასაც გასცემ!”
მადლიერებით, სიყვარულით და რწმენით: GT
heart emoticon