fbpx

“ცოლად ისეთ ქალს ნუ აირჩევ, რომელთანაც არ იმეგობრებდი, მამაკაცი რომ ყოფილიყო”

ავტორი ჟოლო
3.9K ნახვა

პოლ ოსტერის წერილი ჯონ კუტზეეს

— ქორწინება, უპირველეს ყოვლისა, ორი ადამიანის საუბარია და თუ ცოლ-ქმარმა დამეგობრება ვერ მოახერხა, მათ კავშირს, ალბათ, დიდი დღე არ უწერია.

მეგობრობა ქორწინების შემადგენელი კომპონენტია, ქორწინება კი მუდმივად განვითარებადი პროცესია, ერთმანეთის სიღრმეებში წვდომის დაუსრულებელი წყურვილი და სამუშაო, საკუთარი თავის ხელახლა გამოგონება იმ სხვა, მეორე ადამიანთან ურთიერთობაში.

მეგობრობას იმიტომ ვესწრაფვით, რომ სოციალური არსებები ვართ, ასეთივე არსებებისგან შობილნი და ჩვენს მსგავსთა საზოგადოებაში გვიწერია სიცოცხლის დასრულება.

და მაინც, როგორც კი იმ უსიამოვნებებზე დაფიქრდები, რომლებისგანაც თვით საუკეთესო ქორწინებებიც კი არ არის დაზღვეული – ცხარე უთანხმოებებზე, ძნელად მოსანელებელ შეურაცხყოფებზე, კარების გაჯახუნებებზე და დამსხვრეულ ჭურჭელზე – მაშინვე მივხვდები, რომ ასეთი ქცევა წესიერ და პატიოსან მეგობრობასთან სრულიად შეუთავსებელია.

მეგობრობა თავაზიანობა, გულკეთილობა, რისხვის დროს თავშეკავებაა. მეგობრები, რომლებიც ერთმანეთს ხშირად უყვირიან მეგობრებად დიდხანს ვერ დარჩებიან, ხოლო ცოლი და ქმარი, რომლებიც ხშირად კინკლაობენ, ხშირ შემთხვევაში ცოლ-ქმრადვე რჩებიან….

მსგავსი სტატიები

Leave a Comment