ხანდახან რუტინაში ჩაბმულებს, გვგონია, რომ დრო არ გვყოფნის ცხოვრებისთვის… სიხარულისთვის… სიყვარულისთვის… გაოცებისთვის… აღფრთოვანებისთვის… სულ უფრო და უფრო ცოტა დროს ვუთმობთ ჯერ საკუთარ თავს, მერე საყვარელ ადამიანებს და მერე სიცარიელის გარდა აღარაფერი გვრჩება…
არადა დრო ჩვენშია და დრო ჩვენ ვართ… ჩვენ ვართ ჩვენი ცხოვრების რიტმი, ჩვენი სიცოცხლის პულსი ჩვენს ხელშია… და როცა სიყვარულით ავავსებთ თითოეულ წამს, მთელი არსებით შევიგრნობთ, რომ დრო ჯერ შენელდება, შემდეგ კი შეჩერდება… და იმასაც ვიგრძნობთ, რომ ცხოვრება დავიწყეთ, რომ გულმა უფრო გამალებით დაიწყო ფეთქვა, რომ სამყარომ ისევე დაიწყო ზრუნვა ჩვენზე, როგორც ჩვენ – საკუთარ თავსა და საყვარელ ადამიანებზე…
თორემ თუ დროს რუტინასა და უაზრო რბოლაში გავლევთ, დრო არ დაგვინდობს და არ გვაპატიებს ჩვენი თავის გაუფასურებას… მოვა ტკივილი და მას დრო ვერ განკურნავს, რადგან სინამდვილეში, დრო ყველაფრის მკურნალი არ არის… ის ვერაფერსაც ვერ კურნავს… მხოლოდ გაჩვევს იმ ტკივილთან ცხოვრებას, რომელიც შენშია…
ჩვენს თავს თავადვე ვათავისუფლებთ – სიყვარულით… მხოლოდ ამის მერე ჩერდება წამები და დგება მარადისობა.
პოსტის ავტორი: ნატა თვალაძე