ყველა რელიგიას და კულტურას აქვს რაღაც თავისებურება, რომელიც სხვებისთვის შესაძლოა ძალიან უცნაურად ჟღერდეს, თუმცა ადამიანებს, რომლებიც ასე გაიზარდნენ სწამთ, რომ ეს ასე უნდა იყოს და ტრადიციებს პატივს სცემენ. წარმოგიდგენთ ყველაზე უცნაურ ტრადიციებს:
ინდუსებს აქვთ დღესასწაული სახელად ტაიფუსამი, რომელზეც ღმერთი მურუგანის პატივსაცემად სხეულის სხვადასხვა ნაწილზე პირსინგს იკეთებენ. საუბარი არაა მცირე ზომის პირსინგებზე, ისინი თითქმის იზიანებენ თავს.
ესპანეთის ქალაქ ბუნიოლში ყოველი წლის აგვისტოს ბოლო ოთხშაბათს ე.წ. ტომატის ფესტივალი იმართება. მონაწილეები გართობის მიზნით ერთმანეთს პომიდვრებს ესვრიან.
ამაზონის ერთ-ერთ ტომში, სატერე-მეივეში არსებობს ასეთი ტრადიცია: როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი სექსუალურად მომწიფდება, კაცად რომ აღიარონ უნდა გაიაროს გამოცდა. მედიცინის მცოდნე ერთ-ერთ ადამიანთან და თანატოლებთან ერთად უნდა წავიდეს ჯუნგლებში, სადაც შეაგროვებენ ჭიანჭველის სახეობას, რომლის ნაკბენი ძალიან მწარეა. ბალახეული წამლების ზემოქმედებით მათ დააძინებენ და ჩაყრიან ხელთათმანში, რომელსაც იკეთებს გამოსაცდელი მამაკაცი. გაღვიძებული ჭიანჭველები ძალიან აგრესიულები არიან და მწარედ იკბინებიან. ამას მამაკაცმა დაახლოებით 10 წუთი უნდა გაუძლოს დ თან სპეციალური ცეკვა შეასრულოს.
ვენესუელასა და ბრაზილიაში მცხოვრები იამომამის ტომებს ნათესავების დაკრძალვისას აქვთ უცნაური ტრადიცია: ხდება მათი კრემაცია, ფერფლს კი ურევენ სპეციალურ სასმელში და სვამენ, მათ სჯერათ, რომ ასე ისინი ყოველთვის მათ გვერდით იქნებიან.
კბილების გაქლიბვა ინდუსების კიდევ ერთი ტრადიციაა. ქორწინებამდე აუცილებელია ჩატარდეს კბილების გაქლიბვის რიტუალი. მათ სწამთ, რომ ამით ადამიანი სიბრაზისა და ყოველგვარი ბოროტისგან თავისუფლდება.
ინდონეზიის თიდონგის კომუნაში ტრადიციის შესაბამისად ნეფეს არ შეუძლია პატარძლის ნახვა, თუ მას სასიყვარულო სიმღერას არ უმღერებს. გარდა ამისა, ქორწინების შემდეგ მათ 3 დღის განმავლობაში ბანაობის ნებართვა არ აქვთ და ამას მკაცრად აკონტროლებენ მათ სათვალთვალოდ მიჩენილი ადამიანები. მათი რწმენით ბანაობა ცუდს მოასწავებს ახლადშექმნილი ოჯახისთვის.
მადაგასკარზე არსებობს დღესასწაული ფამადიჰანა, რომელზეც ადამიანები თავიანთ წინაპრებს საფლავებიდან თხრიან, ხელახლა მოსავენ და მათთან ერთად ცეკვავენ. ეს მათთვის პატივად მიიჩნევა.
პაპუა-ახალ გვინეაში არსებული დანის ტომები საყვარელი ადამიანების გარდაცვალების შემთხვევაში მწუხარების ნიშნად თითებს იჭრიან და მას თან აყოლებენ, სახეს კი ფერფლით იხატავენ.
ინდოეთში ყოველი წლის დეკემბრის პირველ კვირაში იმართება ცერემონია, რომლის დროსაც ჩვილ ბავშვებს მშობლები ჰაერში აგდებენ და გაჭიმული ნაჭრით იჭერენ. ისინი თვლიან, რომ ასე ბავშვები ჯანმრთელები და ბედნიერები იქნებიან.