fbpx

„არ შეჩერდეთ, რაც არ უნდა დაღლილი იყოთ“ – რამაზ გიგაური

ავტორი ჟოლო
1.4K ნახვა

რამდენად ძლიერებიც არ უნდა ვიყოთ, მაინც ადამიანები ვართ და არა ღმერთები. 
ვცხოვრობთ უსასრულო კოსმოსში, ასეული მილიარდი გალაქტიკიდან ერთ-ერთში, უამრავი ვარსკვლავიდან ერთ-ერთის სისტემაში, ერთ მცირე ზომის პლანეტაზე.
თითქოს რამხელა მასშტაბებია, რამხელა უსასრულობაა, მაგრამ თითოეული ადამიანის ცხოვრება, თითოეული ადამიანის ტკივილი მისთვის – ვარსკვლავური სისტემის, გალაქტიკის და კოსმოსის მასშტაბისაა.
ასეა ეს…

 

* * *

ვინც გაუძლებს დაცემას, წამოდგომისას დაჯილდოვდება;
ვინც მთას აივლის, მთისიქითა ჯადოსნურ სამყაროს იხილავს;
თუ განსაცდელში ხართ, გაძლიერდით სულიერად;
არ შეჩერდეთ, რაც არ უნდა დაღლილი იყოთ;
ნუ დაკარგავთ იმედს, თუნდაც მზის სხივს ვერ ხედავთ –
გახსოვდეთ ყველაზე მეტად გათენების წინ ბნელა.
აუცილებლად ამოვა მზე, რადგან ეს ბუნების კანონია.
სინათლეს და გამარჯვებას გისურვებთ!

* * *

»მთლიანად ვერასდროს დაინახავთ თქვენი ცხოვრების გზას.
ისე როგორც ღამე თქვენი მანქანების ფარები მთლიანად ვერასდროს გაანათებენ იმ გზას, სადაც მიდიხართ. თუმცა საკმარისია გაანათოთ გზის მოკლე მონაკვეთი და სულ სინათლეში იაროთ. ასე მთელი გზის გავლა შეგიძლიათ.
ასეა ცხოვრებაშიც — მთავარია დაინახოთ მომდევნო საფეხური, სადაც ფეხს დადგამთ და ზემოთ ახვალთ.
იარე წინ!»

რამაზ გიგაური

მსგავსი სტატიები