fbpx

რა არის მთავარი თავდაჯერებულობის ამაღლებისთვის? 3 მთავარი წესი

ავტორი ჟოლო
1.6K ნახვა

ეს რჩევები ეხება ქალებს, თუმცა შეიძლება მამაკაცებმაც გამოიყენონ.

რა არის მთავარი თავდაჯერებულობის ამაღლებისთვის?

…მთავარია შევიყვაროთ საკუთარი თავი.

…3 წესი რაც დაგვეხმარება ამაში:

1) მიიღე საკუთარი თავი ისეთი როგორიც ხარ! არასოდეს შეაფასო საკუთარი თავი კრიტიკულად, იცოდე, რომ შენ იმსახურებ ბედნიერებას, ისეთი როგორიც ხარ!

2) დაწერეთ პრობლემა! პრობლემების გაზიარება არ შეიძლება სხვა ადამიანებთან, აუცილებელია ისინი დაწეროთ და დატოვოთ ამ ფურცელზე. ჩვენ ადამიანები ვართ ასოციაციურები, ამიტომ როდესაც დავინახავთ ამ ადამიანს, გვახსენდება ჩვენი ის კონკრეტული პრობლემები, რომელიც მას გავუზიარეთ. გვინდა, რომ სულ გაგვახსენდეს პრობლემები? ამიტომ მხოლოდ დაწერეთ!

3) წესი №3 – ყოველდღე 1 სიამოვნება საკუთარ თავს!

…ეს ის მინიმუმია, რომელიც ყოველდღე უნდა გავაკეთოთ საკუთარი თავისთვის. შეიძლება უბრალოდ წახვიდე საკონდიტროში და მიირთვა შენი საყვარელი ნამცხვარი, მითუმეტეს დღის 12 საათამდე არ გაგასუქებს ,

შეიძლება უბრალოდ განმარტოვდე და წაიკითხო საყვარელი წიგნი, …შეიძლება უბრალოდ ადგე და საღამოს წახვიდე დაქალთან ერთად კაფეში. უყიდოთ საკუთარ თავს სუნამო, არა აქვს მნიშვნელობა, რას გააკეთებთ, მთავარია ყოველდღე იფიქროთ როგორ ასიამოვნოთ საკუთარ თავს.

არ ასიამოვნებთ საკუთარ თავს, დაჩაგრავთ და მუდმივად უარს ეტყვით ყველაფერზე? მაშინ ნუ ელით, რომ სხვა ადამიანები გასიამოვნებენ თქვენ!

ავტორი: მაია ხავთასი

წყარო: https:maiakhavtasi.wordpress.com

მსგავსი სტატიები

Leave a Comment