ძველი ჩინური დაოსური ფსიქოენერგეტიკული სისტემების მიხედვით საქართველოში შეიქმნა საინტერესო მიმდინარეობა – “ნეიროიმპულსური თერაპია”, რომელსაც აღმოსავლური გამაახალგაზრდავებელი პრაქტიკების სპეციალისტმა მამუკა მანგოშვილმა ჩაუყარა საფუძველი.
მამუკა მანგოშვილი: ნეიროიმპულსური მოძრაობებით ცოცხლდება სხეულის ყველა ზონა და უბანი, შედეგად მიიღწევა გამართული ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და ჯანსაღი გონება, ვირტუალური სივრცის გაცნობიერება და მისი ბოლომდე ათვისება-გამოყენება. ამ მეთოდებს უნივერსალურ შედეგებამდე მიჰყავს ადამიანი და ფსიქოენერგეტიკული განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯია თანამედროვე ეპოქაში.
მარტივი და ეფექტური მეთოდებით ხდება ნებისმიერი სახის დისკომფორტისგან განკურნება, ასევე
გაახალგაზრდავება,
ქარიზმის ამაღლება,
წინსვლა და წარმატება საკუთარ საქმეებში,
ბიზნესის ეფექტურობა,
ინტუიციის გაძლიერება …
ნეიროიმპულსების ერთობლივი მიზანმიმართული მოქმედებებით სასწაულები ხდება, გონება-სუნთქვა-მოძრაობის ერთიანობა ძველი ჩინური დაოსური სისტემების საბაზისო “საფირმო” მოქმედებაა, რაც განასხვავებს მას სხვა ეზოთერული თუ ფილოსოფიური მიმდინარეობებისაგან!
მამუკა მანგოშვილი გახლავთ ყოფილი სპორტსმენი. ის 80-იან წლებში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი იყო, ხოლო 90-იანებში უკვე მძლეოსნობამ გაიტაცა, სპრინტში მოკლე მანძილზე სირბილში საქართველოს არაოფიციალური რეკორდებიც აქვს დამყარებული.
სპორტული გამოცდილების გამო ბუნებრივი აღმოჩნდა მისი დაინტერესება აღმოსავლური გამაჯანსაღებელი სისტემებით, რომელშიც პრიორიტეტულია ადამიანის ფიზიკური სიჯანსაღე, გამძლეობა, წარმატების მიღწევა, ფსიქიკისა და ფიზიკური სხეულის კოორდინაცია, შინაგანი რეზერვები, ფსიქოენერგეტიკული მოდელები და ა.შ. სწორედ ამ სპეციფიკის მიხედვით შექმნა და დაამუშავა ეფექტური გამაჯანსაღებელი სისტემა „ნეიროიმპულსური თერაპია“, რომელსაც ანალოგი არა აქვს თანამედროვე ფსიქოენერგეტიკულ სისტემებში.