fbpx

გახადე ყოველდღიური მადლიერება შენი სიუხვის საფუძველი

ავტორი ჟოლო
523 ნახვა

მადლიერების მდგომარეობაში ყოფნა გვეხმარება სურვილების მატერიალიზებაში და გვინარჩუნებს მიღება-გაცემის ბალანსს.

გაცნობიერების გარეშე რთულია იმ სხივის დანახვა, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ ამ სამყაროში. მადლიერების გარეშე კი ამ გაცნობიერებამდე ვერ მივალთ. როცა ჩვენ ვართ მადლიერები იმის, რაც უკვე გვქონდა და გვაქვს, მადლიერება ხდება ჩვენი  სიუხვის საფუძველი, რომელიც მხოლოდ ჩვენ შიგნითაა.

მადლიერებას უდიდესი ძალა აქვს, თუ მას ყველდღიურობაში დავნერგავთ და მთელი ემოციით შევიგრძნობთ იმ სიმსუბუქეს და შინაგან სიმშვიდეს, რომელსაც ამ პრაქტიკის დროს განვიცდით.

გამონახეთ დრო პიროვნული ზრდა-განვითარებისთვის, ამის საფუძვლად კი მადლიერების პრაქტიკა გამოიყენეთ.

  • ყოველი დღის ბოლოს გამონახეთ 5-10 წუთი თქვენი პირადი სივრცისთვის. მოთავსდით კომფორტულად, გააკეთეთ ოთხფაზიანი  სუნთქვა სამჯერ და მოადუნეთ მთელი თქვენი სხეული, მაქსიმალურად შეიგრძენით ემოციურ დონეზე მადლიერების ძალა, რომელიც თქვენშია, დახუჭეთ თვალები და გაუგზავნეთ მადლიერება პირველ რიგში საკუთარ თავს, მაქსიმალურად აავსეთ თქვენი სხეულის თითოეული უჯრედი მადლიერებით, დაიწყეთ მადლიერების გაგზავნა მთელი სხეულისთვის, გონებისთვის და სულისთვის. ამის შემდეგ გააფართოვეთ სამადლობელო ენერგია და გაუგზავნეთ მადლიერება თქვენს მშობლებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებს, ნაცნობებს, თანამშრომლებს და ა.შ. შემდეგ კიდევ გაზარდეთ სამადლობელო და გაუგზავნეთ უპირობო მადლიერება საკუთარ ქვეყანას და ბოლოს კი მთლიანად სამყაროს. აივსეთ და აავსეთ ყველა და ყველაფერი მადლიერების ენერგიით;
  • ამ ტექნიკის შემდეგ კი მადლიერების დღიურში ჩამოწერეთ მიმდინარე დღეს რისი მადლიერი ხართ.

ნებისმიერ პრაქტიკას ჩვევაში გადასასვლელად უნდა სისტემატიური მუშაობა, ყოველდღიურად. მადლიერების პრაქტიკა, შეიძლება თავიდან ინერციით გააკეთოთ და ვერ იგრძნოთ მისი ძლიერი ენერგია, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ აღმოაჩენთ, მადლიერების განცდით როგორ იცვლება თქვენს გარშემო ყველა და ყველაფერი უკეთესობისკენ.

გულწრფელი მადლიერების განცდა თქვენში შემოიტანს შინაგან სიმშვიდეს. შინაგანი სიმშვიდის გამოღვიძებით კი საკუთარ თავთან კონტაქტს ვამყარებთ და სამყაროსთან კავშირს შევიგრძნობთ. შინაგანი სიმშვიდე ჩვენი არსის განუყოფელი ნაწილია და მკაფიოდ მიგვანიშნებს ჩვენს არსებობაზე ამ სამყაროში. საკუთარ თავზე მუშაობა არის მუდმივი და ყოველდღიური პროცესი, რომლის მთავარი ასპექტებიც მოცემულია წიგნში „ტრანსფორმაციის გზა“, სადაც განხილულია, ისეთი აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც მკითხველისთვის საკუთარ თავზე მუშაობის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია. წიგნი საინტერესოა ყველა იმ კატეგორიის ადამიანისთვის, ვისაც უნდა პიროვნული ზრდა-განვითარება.

  • წიგნის ამონარიდები და სიახლეები, იხილეთ ფეისბუქგვერდზე:  https://shorturl.at/gkG23
  • წიგნის შეძენა შესაძლებელია მაღაზიათა ქსელ ბიბლუსში, ლიბრაში და ლატერნაში. ასევე: ონლაინ მაღაზიებში: veli store და ლატერნა. https://veli.store/ და http://laterna.ge/

უპირობო სიყვარულითა და მადლიერებით, სოფიკო და თამარი.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment