fbpx

„მოგესალმებათ სურვილების განყოფილების ოპერატორი!“

ავტორი admin
654 ნახვა

– ალო, შეიძლება ღმერთთან საუბარი?
– გამარჯობათ! ახლავე დაგაკავშირებთ!
– გამარჯობა სულო ჩემო! ყურადღებით გისმენ!
– უფალო! გთხოვ ამისრულო ჩემი სანუკვარი ოცნება!
– რა თქმა უნდა ძვირფასო, რასაც მოისურვებ! მაგრამ ჯერ დაგაკავშირებ სურვილების ასრულების კადრებთან. ძალიან გთხოვ, დაუკვირდი წარსულ, უკვე ახდენილი სურვილების არსს!

ტელეფონის ყურმილში გაისმა ხმა:

– მოგესალმებათ სურვილების განყოფილების ოპერატორი! რისი გაგება გაინტერესებთ?
– გამარჯობათ! მე მითხრეს, რომ სანამ ახალ სურვილს ჩავუთქვამდე, კარგი იქნებოდა მომესმინა ძველი, უკვე ახდენილი.
– გასაგებია, ერთი წუთით დამელოდეთ… აი, ვიპოვე! სულის ყველა სურვილი. აქ ხართ, მისმენთ?
– დიახ, ყურადღებით გისმენთ.
– დავიწყოთ გასული წლიდან:

1. მომბეზრდა სამსახური! (შესრულებულია – განთავისუფლებულია).
2. ქმარი ყურადღებას არ მაქცევს(შესრულებულია – ქმრისგან უყურადღებობა).
3. კარგი იქნებოდა ცოტაოდენი ფული (შესრულებულია – იაფფასიან ფეხსაცმლებზე ეყოფა).
4. დედამთილი შტერი ქალია! (შესრულებულია).
5. თუნდაც ერთოთახიანი საკუთარი ჭერი (შესრულებულია- პატარა ოთახი რკინიგზის სადგურთან ახლოს, ხმაურიანი და ლოთი მეზობლებით).
6. სადმე მაინც წავიდე დასასვენებლად(შესრულებულია – დედამლთან სოფელში, დახმარება სჭირდება).
7. საწყისისთვის კარგი იქნნებოდა რამე მანქანის მსგავსი (შესრულებულია – ძველი ჟიგული, ძლივს იქოქება).
8. ეს რა ხდება, ერთი ღერი ყვავილიც არავინ მაჩუქა (შესრულებულია – არავინ ყვავილს არ გაჩუქებთ არასდროს).

…  წინ ერთი წლის წასაკითხი სურვილების ჩამონათვალია… გავაგრძელო? თუ დღეიდან ყურადღებით იქნები თუნდაც პაწაწინა აზრის მიმართ?…

– არა, არა ჩემთვის ყველაფერი გასაგებია! ღმერთო ყველაფერს მივხვდი! დღეიდან ყურადღებით ვიქნები ყოველი, თუნდაც პაწაწინა აზრის მიმართ! ახლა კი მინდა რაც შეიძლება კარგად დავფიქრდე. შეიძლება მოგვიანებით გადმოვრეკო?
– რა თქმა უნდა ძვირფასო. როდესაც მოისურვებთ.1234

P. S. ლოცვებში არ შეაცოდოთ თავი და არ ეწუწუნოთ ღმერთს. არ მოუყვეთ, რომ ყველაფერი ცუდად არის. მან შეიძლება იფიქროს, რომ თქვენ ჯერ კიდევ არ იცით, რა არის ნამდვილი ცუდად ყოფნა და გაგრძნობინებთ საკუთარი ცხოვრების მაგალითზე ამას.
მოუყევით ღმერთს, რომ ყველაფერი კარგად გაქვთ! მაშინ ის გაიფიქრებს: „ძვირფასო, შენ ჯერ კიდევ არ იცი რას ნიშნავს, გქონდეს ყველაფერი ძალიან კარგად…“

 

 

წყარო: https://zrda.wordpress.com/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment