1)ადამიანი ყველაზე გულწრფელი მაშინაა, როცა საკუთარ თავს ესაუბრება. მიეცით მას ნიღაბი და იგი სიმართლეს გეტყვით.
2)ყველა წმინდანს აქვს საკუთარი წარსული და ყველა ცოდვილს მომავალი.
3)ის, ვინც სულსა და სხეულს შორის რაიმე განსხვავებას ხედავს, არც ერთი გააჩნია და არც მეორე.
4)ქალის კი არ უნდა გესმოდეთ, უნდა გიყვარდეთ იგი.
5)ცინიკოსი არის ადამიანი, რომელმაც ყველაფრის ფასი იცის, მაგრამ არაფერს არ აფასებს.
6)კაცი იქამდე იქნება ქალთან ბედნიერი სანამ არ ეყვარება ის.
7)სხვების მოტყუება. ესაა ის რასაც მსოფლიო რომანტიკას ეძახის.
8)ხელოვნება ცხოვრების სუროგატია, ამიტომაც ხელოვნება უყვართ მათ, ვისაც ცხოვრება არ შეუძლიათ.
9)გამოვავლინოთ ხელოვნება ისე, რომ არ ჩანდეს ხელოვანი – აი, ეს არის ხელოვნების მიზანი.
10)ნამდვილი სილამაზე იქ მთავრდება, სადაც ინტელექტი იწყება.
11)ჩვენ საერთოდ ვერ ვიტანთ ადამიანებს, რომელთაც იგივე ნაკლი გააჩნიათ, რაც ჩვენ თავად გვაქვს.
12)თქვენ გაცილებით მეტი იცით, ვიდრე წარმოდგენილი გაქვთ, მაგრამ შედარებით ცოტა, ვიდრე გსურთ რომ იცოდეთ.
13)სამყაროში არსებული ყოველგვარი გრძნობა ფასდაუდებელია.
14)თუ გსურს ადამიანის ბუნება დაამახინჯო, მის გარდაქმნას და გამოსწორებას უნდა შეეცადო.
15)მამაკაცს ცოლის მოყვანისკენ დაღლილობა უბიძგებს, ქალს – ცნობისმოყვარეობა. ბოლოს კი იმედი ერთნაირად უცრუვდებათ.
16)შეყვარებული ადამიანი თავის მოტყუებით იწყებს და სხვების მოტყუებით ამთავრებს.
17)ყოველთვის სასიამოვნოა იქ არმისვლა, სადაც გელოდებიან.
18)ზნეობა პოზაა – ჩვენ მას ვიყენებთ იმ ადამიანთა წინააღმდეგ, რომელნიც ჩვენთვის არასასიამოვნონი არიან.
19)მე ვირჩევ მეგობრებს მათი იღბალით, ნაცნობებს- კარგი ხასიათით, ხოლო მტრებს – მათი ინტელექტით.
20)ნამდვილ მამაკაცს მომავალი უნდა ჰქონდეს, ნამდვილ ქალს_წარსული.
21)არაფერი არ აზიანებს სასიყვარულო კავშირს ისე, როგორც იუმორის გრძნობა ქალში და უმისობა მამაკაცში.
22)არც ერთი დიდი ხელოვანი არ ხედავს საგანს ისეთად, როგორიც არის ის სინამდვილეში. რომ დაენახა, ხელოვანიც არ იქნებოდა.
23)ცოტა გულწრფელობა სახიფათოა, ხოლო დიდი გულწრფელობა- საბედისწერო.
24)მამაკაცს მხოლოდ მაშინ შეუძლია ბედნიერად იგრძნოს ქალთან თავი, თუკი მას ეს ქალი აღარ უყვარს.
25)არასდროს ენდოთ ქალს, რომელიც თავის ნამდვილ ასაკს გაგიმჟღავნებთ. ასეთი ქალი ნებისმიერი რამის მთქმელია.
26)ახალგაზრდობის უკან დასაბრუნებლად მზად ვარ აბსოლუტურად ყველაფრისათვის, გარდა ვარჯიშისა, დილით ადრე ადგომისა და პატიოსნებისა.
27)იმაზე უარესი, რომ შენზე ჭორაობენ, მხოლოდ ისაა, სიტყვაც კი არ თქვან შენზე.
28)მსოფლიოში ერთადერთი ადამიანი, რომლის ბოლომდე გაცნობასაც ვისურვებდი, მე ვარ.
29)წარმატება მეცნიერებასავითაა – თუკი გაქვს პირობები, შედეგიც არ დააყოვნებს.
30)საკუთარი თავის სიყვარული მარადიული რომანის დასაწყისია.
31)უნდა ილაპარაკო ცოტა და თქვა ბევრი.
32)მამაკაცს ყოველთვის უნდა ქალის პირველი სიყვარული იყოს. ქალები კი შორსმჭვრეტელნი არიან და სურთ იყონ მამაკაცის უკანასკნელი ვნების საგანი.
33)არასოდეს არ დაუჯერო არანაირ რჩევას, არც ამას!
34)ქორწინების ურყევი საწინდარია ურთიერთგაუგებრობა.
35)ცხოვრობდე ძალიან იშვიათია ამქვეყნად. ადამიანთა უმეტესობა უბრალოდ არსებობს.