fbpx

უნიკალური ინსტალაცია და ნაბიჯები წყალზე…

ავტორი Ann
101 ნახვა

თუ 3 ივლისამდე იტალიის ქალაქ პილცონეში, ტბა ისაოზე მოხვდებით თქვენ ნამდვილი სასწაულის მხილველი გახდებით, და არა მხოლოდ მხილველი, შეგიძლიათ მისი მონაწილეც გახდეთ. გიოცნებიათ წყალზე გავლაზე? ეს თქვენ შეგიძლიათ!

 

ბულგარელი წარმოშობის ამერიკელმა მხატვარმა ქრისტომ თავისი ოცნების ცოცხალი ინსტალაცია შექმნა. მან ტბაში 3 კილომეტრიანი მოტივტივე გზა გააკეთა და 2 პატარა კუნძული ერთმანეთთან დააკავშირა. გზა დაახლოებით 3 კილომეტრზეა გაჭიმული და ის მთლიანად მოტივტივე მასალისგანაა დამზადებული.

 

პროექტის განხორციელებას ქრისტომ და მისმა გუნდმა 22 თვე მოანდომა. ვარაუდობენ, რომ პროექტი დღეში 40 ათასამდე დამთვალიერებელს მიიზიდავს.

 

2

 

3

 

4

 

[ot-video type=”youtube” url=”https://www.youtube.com/watch?v=sxinC4yS5ik”]

მსგავსი სტატიები

Leave a Comment