672
„კაცი საფლავზე დადებული ქვით კი არ ფასობს, აქ დატოვებული სახელითა და სულით.“
„ნაკლის დაფარვა სულაც არ ნიშნავს, რომ ნაკლი არ არსებობს.“
„სამშობლო ხაჭაპური არ არის, მარტო ყველი რომ გიყვარდეს შიგ და ქერქი არა, არც ქიშმიშიანი ნამცხვარია სამშობლო, ქიშმიში რომ ამოარჩიო შიგ და დანარჩენი გადაყარო; სამშობლო ყველაფრიანად უნდა გიყვარდეს – ქერქიანად, ნახშირიანად, ნაცრიანად, მტვრიანად, ნაკლითა და უნაკლოდ, ყველანაირად და ქიშმიშიანად. ავადმყოფი, რომელიც უმალავს ექიმს ავადმყოფობას, კვდება!“
„ხომ ხედავ, როგორ დასდევს მთვარე დედამიწას დღე და ღამე. ეს დალოცვილი კი ყოველ დილით მაცოცხლებელი მზის ამოსვლას ელოდება.“
„მე ჯერ არ ვიცი, რა უნდა გამოვიდე, მე ჯერ მინდა!“
„რაც უფრო დაბლა ხარ, მით უფრო გწამს ღმერთი.“
ნოდარ დუმბაძე – „ნუ გეშინია, დედა“