fbpx

“არ იფიქრო შედეგზე თორემ ვერაფერს გააკეთებ”

ავტორი ნინო გონგაძე
1.3K ნახვა

1)იცხოვრო_ ეს ნიშნავს იცხოვრო სხვებისთვის. ადამიანი ადამიანითაა.

2)არცერთი ადამიანი არ შეიძლება გახდეს ისე უცხო, როგორც ის, ვინც უწინ გიყვარდა.

3)არ იფიქრო შედეგზე თორემ ვერაფერს გააკეთებ.

4)ვინც მეტისმეტად ხშირად იხედება უკან, იოლად წაჰკრავს ფეხს რაიმეს და დაეცემა.

5)ადამიანი ძლიერია თავის ზრახვებში, მაგრამ უძლურია მათ განხორციელებაში.

6)ძალაუფლება ყველაზე გადამდები სნეულებაა დედამიწაზე.

7)არაფერი ისე არ ქანცავს ადამიანს როგორც ყბედობა.

8)ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო, სხვა ყველაფერი სიყალბეა.

9)არაფერს არ უნდა მიეჩვიო, ქალის სხეულსაც კი.

10)სიყვარულს მეგობრობით არ სცხებენ ჩირქს, დასასრული არის დასასრული.

11)რასაც დაივიწყებთ, ის მერე მთელი სიცოცხლე გაკლიათ.

12)თუ სისულელეების ჩადენაზე ხელი ავიღეთ, ჩანს დავბერებულვართ.

13)შეურაცხყოფისგან თავის დაცვა შეიძლება, თანაგრძნობისგან კი არა.

14)საშინელება მხოლოდ ისაა, როცა არაფერს ელი.

15)ვიდრე ცოცხალი ხარ არავის ენაღვლები, მოკვდები და არაჩვეულებრივად მნიშვნელოვანი ხდები.

16)გიყვარს_ეს ნიშნავს, მასთან ერთად დაბერება გინდა.

17)ყველაფერი რისი მოგვარებაც ფულით ხდება, იაფია.

18)ფული ბედნიერებას ვერ მოგიტანს, მაგრამ ძალიან დაგამშვიდებს.

19)ორიდან ერთი ყოველთვის ტოვებს მეორეს. მთავარი ისაა, რომელი რომელს დაასწრებს.

20)რა უნდა მისცეს ერთმა ადამიანმა მეორეს ერთი წვეთი სითბოს გარდა? და რა უნდა იყოს ამაზე დიდი?

21)პარიზი ერთადერთი ქალაქია, სადაც შეიძლება ბრწყინვალედ გაატარო დრო ისე, რომ არაფერი აკეთო.

22)ვინც არაფერს ელის, არც გულს გაიტეხს – აი, ცხოვრების კარგი საფუძველი.

23)ქალი სიყვარულის გამო ჭკვიანდება, კაცი კი თავს კარგავს.

24)არაფერია იმაზე მოსაწყენი, როცა ადამიანი ახდენს საკუთარი ჭკუის დემონსტრირებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის საერთოდ არა აქვს.

25)ქალმა არ უნდა უთხრას მამაკაცს რომ უყვარს, ამაზე მისმა გაბრწყინებულმა, ბედნიერმა თვალებმა უნდა ილაპარაკონ. ისინი ყველა სიტყვაზე მეტად მეტყველნი არიან.

26)ადამიანი უსიყვარულოდ იგივეა, რაც მიცვალებული შვებულებაში.

27)რთულ სიტუაციაში პრიმიტივი ყველაზე უკეთესია. დახვეწილობა კარგია მხოლოდ მშვიდობიან დროს.

28)ღამით დრო გაჩერებულია, მხოლოდ საათი მიდის.

29)აცხოვრე ქალი თუნდაც რამდენიმე დღით ისე, როგორც მუდმივად არ შეგიძლია აცხოვრო და მას აუცილებლად დაკარგავ.

30)სჯობს მოკვდე მაშინ, როცა ცხოვრება გინდა, ვიდრე მაშინ, როცა სიკვდილი სანატრელი გახდება.

 

ერიხ მარია რემარკი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment