fbpx

პრაქტიკული რჩევები, როგორ მოვაწონოთ თავი ადამიანს პირველივე წამიდან…

ავტორი Ann
550 ნახვა

 

ნებისმიერ საქმეში მნიშვნელოვანია ადამიანი თქვენს მიმართ დადებითად იყოს განწყობილი. იმისათვის, რომ პირველივე წამებიდან თქვენს მიმართ კარგად განეწყონ რამდენიმე ხრიკი არსებობს:

 

შეხედეთ თვალებში – ურთიერთობა ხშირად არავერბალურად იწყება. პირდაპირ თვალებში ყურება ადამიანს თქვენს მიმართ დადებითად განაწყობს და ის არ იფიქრებს, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული არ ხართ.

 

გაუღიმეთ ფართოდ – ადამიანების კეთილგანწყობა იზრდება როდესაც მათ ხშირად უღიმით.

 

აუცილებლად მიესალმეთ – ეს ელემენტარული ზრდილობის ფორმაა და კეთილგანწყობის მოსაპოვებლად აუცილებელი.

 

იყავით გახსნილი და თავდაჯერებული – ყველაზე მთავარი იმისთვის, რომ შთაბეჭდილება მოახდინოთ თავდაჯერებულობაა, თუ გახსნილი იქნებით თქვენთან ურთიერთობა გაცილებით უფრო მარტივი იქნება.

 

იყავით ინტერესიანი – როდესაც თანამოსაუბრე გრძნობს რომ გაინტერესებთ თემები, რაზეც ის საუბრობს მას თქვენ აუცილებლად მოეწონებით.

 

უსმინეთ ყურადღებით – ზრდილობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, უსმინოთ თანამოსაუბრეს ყურადღებით, თუნდაც თქვენთვის უინტერესო საკითხზე საუბრობდეს.

 

გაეცით პოზიტივი – მაქსიმალურად ეცადეთ იყოთ ყოველთვის პოზიტიური, ასეთი ადამიანი ყველას მოსწონს.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment