fbpx

„მეუფეო, როგორ შეგეძლოთ დაგელიათ ეს წამალი, იმის შემდეგ რაც ეს წერილი წაიკითხეთ?“

ავტორი ჟოლო
527 ნახვა

კეისარს ერთადერთი ადამიანი და მეგობარი გააჩნდა, რომელსაც ენდობოდა – მისი ექიმი. უფრო მეტიც, როდესაც ავად იყო იგი წამალს მხოლოდ მისი ხელიდან მიწოდებულს იღებდა.

ერთხელ, როდესაც კეისარი არც ისე კარგად გრძნობდა თავს მან ანონიმური წერილი მიიღო:

– გეშინოდეთ ყველაზე ახლო მეგობრისა, საკუთარი ექიმის. მას თქვენი მოწამვლა სურს!

რამდენიმე ხნის შემდეგ კი ექიმი მოვიდა და მას წამალი მიაწოდა. კეისარმა თავის მეგობარს წერილი მიაწოდა და სანამ ის კითხულობდა, მან წამალი ბოლო წვეთამდე დალია. ექიმს სახე გაეყინა და კეისარს უთხრა:

— მეუფეო, როგორ შეგეძლოთ დაგელიათ ეს წამალი, იმის შემდეგ რაც ეს წერილი წაიკითხეთ?

— ჯობია მოვკვდე, ვიდრე ეჭვი შემეპაროს ჩემს მეგობარში! – უპასუხა კეისარმა.

 

წყარო: წერილი ბრმებზე – თვალხილულთა ჭკუის სასწავლებლად

მსგავსი სტატიები

Leave a Comment