fbpx

ტესტი: მომავლის ქალაქი

ავტორი ჟოლო
253 ნახვა

1. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მუშაობთ კორპორაციაში, რომელიც აწარმოებს
ქალაქთმშენებლობის პროექტებს და თქვენ ეს ეს არის ჩაგრთეს ჯგუფში, რომელიც მუშაობს
საცხოვრებელი კვარტალების განვითარების ახალი ათასწლეულის უმსხვილეს პროექტზე.
თქვენ გთხოვეს წამოაყენოთ ორიგინალური იდეა ახალი ქალაქის თემატურ გაფორმებაზე.

როგორ თემას შესთავაზებთ ჯგუფს?

2. მუშა ჯგუფის თითოეული წევრი ფლობს გარკვეულ უნარებს და გამოცდილებას.

როგორ ფიქრობთ, თქვენ რისთვის მიგიწვიეს ამ პროექტში? (შეგიძლიათ დაასახელოთ
რამდენიმე მიზეზი)

3. რა შეგიძლიათ თქვათ პროექტის ხელმძღვანელის საქმიან თვისებებზე? დაახასიათეთ ის
როგორც ჯგუფის ლიდერი.

გასაღები ტესტისთვის „მომავლის ქალაქი“

ქალაქები და მეგაპოლისები, სოციალური ცხოვრების სიმბოლოებია. ქალაქების
უმრავლესობა იქმნებოდა და იზრდებოდა სტიქიურად, ყოველგვარი დაგეგმარების გარეშე.

მაგრამ მოცემულ სიუჟეტში თქვენ გაქვთ შეთავაზება თქვენი შეხედულებისამებრ
დააგეგმაროთ მომავლის ქალაქის მშენებლობა. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ
წარმოადგინოთ თქვენებური ხედვა იმ იდეალური სივრცისა, სადაც ადამიანები შეძლებდნენ
ბედნიერად თანაცხოვრებას.

თქვენი პასუხები ნათელს ჰფენენ თქვენს დამოკიდებულებას და შეხედულებებს
გარემომცველი სამყაროს სოციალურ მოწყობაზე.

1.თემა, რომლითაც თქვენის აზრით უნდა გაფორმდეს მომავლის ქალაქი, არის ის, რომლის
გარეშეც თქვენ, როგორც საზოგადოების წევრს ვერ წარმოგიდგენიათ ბედნიერება.

ადამიანთა უმრავლესობისათვის ეს სწორედ ის არის, რაც ყველაზე მეტად აკლია ამჟამად
თავის გარემომცველ სამყაროში.

თქვენ არჩევანი „მშვიდობის“, „ჰარმონიის“ ან „დედა–ბუნების“იდეალისტურ თემებზე
შეაჩერეთ ? რას იზამ, დღეს ჩვენ ყველას გვაქვს მოთხოვნა მსგავს იდილიურ გარემოზე.

იქნებ თქვენ მულტიპლიკაციური ფანტაზია არჩიეთ, სადაც ყველა ერთმანეთს უღიმის და
სადაც დღისითაც და ღამითაც მზე ანათებს? ეს მიზანი შეიძლება ითქვას შედარებით უფრო
მიღწევადია, მაგრამ იყავით მზად იმისთვის, რომ მაშინ სერიოზულ კონკურენციას გაგიწევენ
ისეთი ქალაქები, როგორებიცაა ორლანდო, ანა–ხიმი და ტოკიო.

2.მიზეზები, რომლითაც ახსენით თქვენი პროექტში მიწვევა, არის თქვენი პროფესიული და
საქმიანი თვისებები, რომლებიც ნათელია მხოლოდ თქვენთვის.

შეიძლება ეს ძლიერი მხარეები, არცთუ ისე ძლიერია, როგორც თქვენ გინდათ რომ იყოს.
ხანდახან გარშემომყოფებს თქვენზე უკეთ შეუძლიათ შეამჩნიონ და შეაფასონ თქვენი
შესაძლებლობები. ნუ შეგეშინდებათ მათი შეხედულებების მოსმენის – მათმა შეფასებამ
შეიძლება დაგიცვათ ზედმეტი თავდაჯერებულობის ლაბირინთებში უშედეგო
ხეტიალისგან.

3.პროექტის ხელმძღვანელის იმიჯი –ეს ხართ თქვენ მომავალში.

რაო, როგორი დაახასიათეთ ხელმძღვანელი? როგორც ლიდერი კარგი შინაგანი მოტივაციით,
რომელიც ყოველთვის მზად არის დაეხმაროს თავის თანამშრომლებს და შთააგონოს ისინი
საკუთარი მაგალითით, თუ როგორც დესპოტი, უსულგულო ზედამხედველი?

თუ თქვენ არჩეული გქონდათ მეორე ვარიანტი, მაშინ საჭირიოა დაიწყოთ თქვენი
განვითარების გზების გადახედვა ახლავე, დაუყოვნებლივ. დაიმახსოვრეთ, შანსი მონანიების
და სწორ გზაზე შედგომის ყოველთვის არის.

კოკოლოგია- იაპონური ფსიქოლოგიური ტესტ თამაშები

თარგმნა: ხვიჩა მებონიამ

მსგავსი სტატიები

Leave a Comment