fbpx

მიყვარხართ და ისე მჭირდებით როგორც არასდროს!

ავტორი ჟოლო
117 ნახვა

ხანდახან რომ დავფიქრდები რაღაც არანორმალურად, საშინელი მონატრებით მენატრებიან ჩემი ადამიანები… გონებაში მათთან ერთად გატარებულ დღეებს ვიხსენებ და ვხვდები, თუ რაოდენ ძვირფასია ის წუთები ჩემთვის.

რომ დროს და მანძილს არაფერი შეუცვლია, რომ ისევ ისე დიდია ცამდე სიყვარული, მერე ცას გავხედავ და ჩემთვის ცისარტყელას ვხედავ, ცისარტყელას, რომელსაც იმ მომენტში ჩემს მეტი ვერავინ ამჩნევს, და იქ ჩემი საყვარელი ადამიანების მომღიმარ სახეებს, მათ ღიმილშიც იგივე გრძნობაა, რომ დროს და მანძილს არაფერი შეუცვლია და ისევ ისეთი გრძნობაა როგორიც გვქონდა, მხოლოდ ერთი ჩახუტება ჭირდება ბედნიერებისთვის, რომელის საშუალებასაც მანძილი არ გვაძლევს.

მიყვარხართ და ისე მჭირდებით როგორც არასდროს!

თქვენ ჩემი ის ნაწილები ხართ წლების წინ რომ დავტოვე და ჩემი გულიც მანდ დაგიტოვეთ, ისღა მრჩება დროის ათვლა დავიწყო და და ის სიყვარული დავიბრუნო რაც წლებმა წამართვა!

მიყვარხართ!

ნესი რობაქიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment