42
“სოტბის” აუქციონზე გასაყიდად იშვიათ ლურჯ ბრილიანტს გაიტანენ. ცხრა კარატიანი ბეჭედი აუქციონზე ოცდათხუთმეტ მილიონ დოლარადაა შეფასებული. ბეჭედი ორმოცდაათიანი წლების პოპულარულ ჰოლივუდელ მსახიობს შირლი ტემპლის ეკუთვნის. “სოტბის” აუქციონის სახლის განცხადებით, ბეჭედი ტემპლის მამამ 1940 წელს 7210 დოლარად შეიძინა და ქალიშვილს აჩუქა. შემდეგ ბეჭედი კერძო პირმა იყიდა და წლების მერე მისი გაყიდვა გადაწყვიტა. ცხრა კარატიანი ბეჭდის საწყისი ფასი ოცდახუთი მილიონი დოლარი იქნება. “სოტბის” წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ბეჭედი, რომელსაც ჰოლივუდური წარსული აქვს უახლოეს მომავალში გაიყიდება.