fbpx

მოქშა ფეიქარის სამდღიანი ტრენინგი თბილისში

ავტორი დეა თავბერიძე
278 ნახვა

მოქშა ფეიქარის 3 დღიანი სისტემური განლაგების ვორკშოპი „სიმბიოზა და ავტონომია“ თბილისში 8, 9 და 10 სექტემბერს ჩატარდება. 

მოქშა ფეიქარი: ეს ტრეინინგი განკუთვნილია თერაპევტებისთვის, ტრენერებისთვის, კონსულტანტებისთვის და ასევე მათთვისაც, ვისაც სურს შეეხოს პიროვნული განვითარების თემებს და გაეცნოს მასთან რელევანტურ საკითხებს სისტემური კუთხით, გაიგოს საოჯახო ურთიერთობების დისჰარმონიის გამომწვევი მიზეზები, გაეცნოს სისტემების შინაგანი ფუნქციების კანონზომიერებებს და თვისებებს.

განხილული იქნება ამ კუთხით ასევე სიმპტომები და დაავადებები, რომლებიც ტრანსგენერაციულ ხასიათს ატარებენ.

მეთოდის პროცესის დროს ხდება ოჯახური სისტემების დაფარული დინამიკები გაცნობიერება, რაც იმ კონკრეტული ბლოკირების გადაჭრას ეხმარება, რომელიც სისტემაში სიყვარულის და ჰარმონიის დენადობის დამაბრკოლებელია.

მონაწილეები ასევე გაეცნობიან იმ სავარჯიშოებს და პრაქტიკებს, რომელთა გამოყენებასაც ინდივიდუალურად და სემინარისგან დამოუკიდებლად შეძლებენ.

ვორკშოპის დროს აქცენტი გვექნება იმაზე, თუ როგორ გავაცნობიეროთ ჩვენი სიმბიოტური დამოკიდებულებები და რა გვაკლია შინაგანი ავტონომიურობის ინტეგრაციისთვის. 

გთავაზობთ პროგრამის ჩამონათვალს:

სიმბიოზის და ავტონომიის ფსიქოტრავმა (IoPT) – ფრანც რუპერტი

სისტემური თვითინტეგრაცია (sSI)  – ერო ლანგლოცი

ვორქშოპის თემების და მეთოდების ზოგადი ჩამონათვალი

ნიადაგის ღუზა (Anchoring) – რობერტ დილტსი

სუბ-ჯგუფური სავარჯიშოები სტრუქტურულ თემებზე

წინაპრების ხაზი – ტრანსგენერაციული გადაცემები

უკან სვლა და გაიდინგი – მატიას ალექსანდერი

სიცოცხლის ინტეგრაციის პროცესი (LIP) – ვილფრედ ნელესი

ურთიერთობების დინამიკა (BIP) – ვილფრედ ნელესი

ტეტრალემა (Decision Making) – მატიას ვარგა

დაფარული განლაგებები და მინიატურები – მატიას ვარგა

9 ველის განზომილება (Timeline) – ინზა შპარერი

ჟნანა, ბჰაქტი, კარმა – ცნობიერება, სიყვარული, ქმედება

ნეირო იმაგინატორული გეშტალტი (NIG) – ევა მადელუნგი

პრობლემის განლაგება (PA) ბლოკები და რესურსები – მატიას ვარგა

აქტუალური წინადადების განლაგება – ფრანც რუპერტი

მოქშა ფეიქარი უკვე წლებია ცხოვრობს და მოღვაწეობს გერმანიაში. ის არის “Constellators International-ის ბორდის წევრი (https://constellators-international.com) და კიოლნის UTA აკადემიის სერთიფიცირებული ტრენერი”.

თავიდან მოქშამ სისტემური და საოჯახო განლაგებები გერმანიაში ამ მეთოდის დამფუძნებლისგან ბერტ ჰელინგერთან შეისწავლა. მან შემდეგ სწავლა გააგრძელა ქალაქ კიოლნში, UTA -ს ინსტიტუტში, სისტემური განვითარების გერმანული საზოგადოების DGFS -ის (https://systemaufstellung.com) აღიარებულ თერაპევტებთან – რამატირტჰა დოეჩთან, სუბოდი შვაიცერთან, დვარი დოეჩთან და ასევე Constellators International -ის და FELD Institute -ის (https://www.feld-institut.de) დამფუძნებელთან შტეფანი ჰარტუნგთან.

✔ მოქშა ფეიქარის 3 დღიანი სისტემური განლაგების ვორკშოპი „სიმბიოზა და ავტონომია“

8,9,10 სექტემბერი, 10:00 – 18:00

სამივე დღის საფასური 255 $

✔ დარეგისტრირდი https://bit.ly/35oy1lI

 დაგვირეკე 597997887

 მოგვწერე Jolo.ge 

შეხვედრის ადგილი “პრანა”, ბახტრიონის 11 ბ

გაეცანით მოქშა ფეიქრის ინტერნეტგვერდს, სადაც შეგიძლიათ უფრო მეტი ინფორმაციის მოძიება მისი მოღვაწეობის და სისტემური განლაგებების მეთოდოლოგიის შესახებ: https://www.mokshapeikari.com

მსგავსი სტატიები

Leave a Comment