ფსიქოლოგმა სემინარის დაწყებამდე, სტუდენტების თვალწინ ჯიბიდან 100 დოლარიანი კუპიურა ამოიღო და ყველას დასანახავად მაღლა ასწია. დარბაზში 200-მდე სტუდენტი იჯდა. პროფესორმა იკითხა:
— ასწიეთ ხელი, ვისაც გინდათ ამ კუპიურის მიღება.
ყველამ ხელი აწია.
შემდეგ პროფესორმა დაჭმუჭნა ფული, და ისევ იკითხა:
— ვის გინდათ ამ ფულის მიღება?
ხელი ისევ ყველას აწეული ჰქონდა.
მაშინ – თქვა პროფესორმა – “დააკვირდით რას გავაკეთებ ახლა” – დააგდო კუპიურა და ჯოხით აქეთ იქეთ მოატარა იატაკზე. აიღო და ისევ იგივე შეკითხვა დასვა. ხელი ისევ ყველას აწეული ჰქონდა.
— ძვირფასო მეგობრებო – თქვა პროფესორმა – ახლა თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი მიიღეთ. მიუხედავად ყველაფერ იმისა, რაც მე კუპიურას გავუკეთე, თქვენ მაინც გინდოდათ მისი მიღება, რადგან მას თავისი ფასი არ დაუკარგავს. ის ჯერ კიდევ 100 დოლარის ღირებულების კუპიურაა.
ცხოვრებაშიც ანალოგიურად ხდება. ამ 100 დოლარიანის მსგავსად ჩვენ ხშირად გვემჩნევა ნაიარევები და ჭრილობები, განვიცდით ვარდნას და დამცირებას. ადამიანი ასეთ დროს თავს უსარგებლოდ და განადგურებულად თვლის. მაგრამ გახსოვდეთ, რაც არ უნდა მოხდეს, თქვენ არასოდეს დაკარგავთ ფასს. სუფთა ხარ თუ არა, დაზიანებული თუ არა, თქვენ ყოველთვის შეუფასებელი იქნებით მათთვის, ვისაც ნამდვილად უყვარხართ.