fbpx

„ბრავა!“ – „კარმენი“ სრული ანშლაგით წარიმართა

ავტორი ჟოლო
145 ნახვა

ჭოლას დებიუტი საოპერო რეჟისურაში შედგა. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ლევან წულაძის მიერ განსხვავებული სცენოგრაფიითა და ქორეოგრაფიით გადმოცემული ბოშა ქალის სიყვარულის ისტორია ულამაზეს სანახაობად იქცა. მაყურებელი კმაყოფილია. 

სპექტაკლს ია ფარულავა და ხელოვნებათმცოდნე კახი ლაზარიშვილი ესწრებოდნენ. ია ფარულავამ „კარმენს“ პოსტი მიუძღვნა და თავისი აღფრთოვანება სოციალურ ქსელში დააფიქსირა.

ia kaxiია ფარულავა: „პირველი აქტის მერე დასკვნები – ჭოლას (ლევან წულაძე) დადგმა მომწონს, კარმენი – ირინა ალექსიძე. ულამაზესია და უმაგრესი ხმა აქვს, ძლიერი მაღლები, სავსე ცენტრი და ორღანივით ჟღერადობის დაბლები! ბრავა!“

ჟ. ბიზეს „კარმენის“ საპრემიერო კვირეულის ბოლო სპექტაკლი იმღერეს – ირინა ალექსიძემ, გიორგი ონიანმა, ირინა თაბორიძემ, კახაბერ თეთვაძემ და თეატრის სხვა სოლისტებმა.

ლევან წულაძის სადებიუტო სპექტაკლში ასევე მონაწლეობდა თბილისის ოპერის გუნდი, ბავშვთა გუნდი, ორკესტრი – დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი. „კარმენი“ სრული ანშლაგით წარიმართა, სპექტაკლს ესწრებოდა დედაქალაქში სტუმრად მყოფი უამრავი ტურისტი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ქართული კინოს, თეატრისა და ტელევიზიის ცნობილი სახეები.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment